Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის მიწისძვრაში ქართველების დაშავებაზე შეტყობინება არ მიგვიღია – საგარეო


მიწისძვრამ თურქეთის ქალაქებში საცხოვრებელი შენობები დააზარალა. 2023 წლის 6 თებერვალი
მიწისძვრამ თურქეთის ქალაქებში საცხოვრებელი შენობები დააზარალა. 2023 წლის 6 თებერვალი

თურქეთში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შეტყობინება ამ დრომდე [13:00] არ შესულა დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ქართველების დაშავებაზე.

„არც ანკარაში, საქართველოს საელჩოში და არც სტამბოლში, გენერალურ საკონსულოში, არ შესულა შეტყობინება“, - ეუბნებიან რადიო თავისუფლებას საგარეო საქმეთა სამინისტროში.

თურქეთსა და სირიაში წუხელ ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც 500-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ორივე ქვეყანაში დაშავებულია 3000-ზე მეტი ადამიანი. დანგრეულია ასეულობით შენობა. სტიქიური უბედურების ზონებში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

გამთენიისას მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარეობდა. თურქული სააგენტო „ანადოლუ“ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი კაჰრამანმარაშის პროვინციაში, 7 კილომეტრის სიღრმეზე იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG