Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპუაშვილი: თუკი რომელიმე პოლიტიკური ძალა განასახიერებს იმ პოლიტიკურ მიდგომებს, რომლებიც ჰქონდა დავით აღმაშენებელს, არის „ქართული ოცნება“


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2022 წლის საქმიანობის ანგარიშისა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენისას, უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დავით აღმაშენებლის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

პაპუაშვილმა დავით აღმაშენებლის პოლიტიკურ მიდგომებს შეადარა „ქართული ოცნების" საქმიანობა.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს. ბატონმა არმაზმა იკითხა, რითი შევიდა დავით აღმაშენებელი საქართველოს ისტორიაში? და თქვა, რომ „ის შევიდა იმით, რომ სწორი მიზნები ჰქონდა დასახული". არ გეთანხმებით! სწორი მიზნები ბევრ ქართველ მეფეს ჰქონდა და ბევრი მეფე ვერ შევიდა ისე ისტორიაში, როგორც დავით აღმაშენებელი. თუკი დავით აღმაშენებელი რამით შევიდა ისტორიაში, იმიტომ შევიდა, რომ სწორ მიზნებთან, მხურვალე ცეცხლით ანთებულ გულთან ერთად, მას ჰქონდა ცივი და რაციონალური გონი. სწორედ ამ ცივი, რაციონალური გონით და გადაწყვეტილებით, ზუსტ მომენტში, საჭირო მომენტში საჭირო გადაწყვეტილებებით, გადაწყვეტილებებისთვის ზუსტი მომენტის მოძებნით, ამით შევიდა დავით აღმაშენებელი ისტორიაში, - აღნიშნა პაპუაშვილმა და დაამატა, - დღევანდელ პოლიტიკურ ლანდშაფტში თუკი რომელიმე პოლიტიკური ძალა განასახიერებს იმ პოლიტიკურ მიდგომებს, რომლებიც ჰქონდა დავით აღმაშენებელს, არის სწორედ „ქართული ოცნება“, რომელიც ცხელი, პატრიოტული გულით და ცივი, რაციონალური გონით იღებს გადაწყვეტილებებს და ამ გადაწყვეტილებების სიკეთეს ვხედავთ ყველა ჩვენ დღეს, მათ შორის ამ დარბაზში მსხდომნი - იმ სიმშვიდით, რომელიც ჩვენ ქვეყანაში გვაქვს უზრუნველყოფილი, იმ ეკონომიკური წინსვლით, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა გრძნობს".

8 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG