Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანქტ-პეტერბურგის თავზე ცა 2 საათით იყო დახურული


სანქტ-პეტერბურგი, პულკოვოს აეროპორტი
სანქტ-პეტერბურგი, პულკოვოს აეროპორტი

სანქტ-პეტერბურგის თავზე 200 კმ საჰაერო სივრცე 2 საათის განმავლობაში იყო დახურული და პულკოვოს აეროპორტი თვითმფრინავებს ვერ ემსახურებოდა.

პულკოვოს აეროპორტში გადადებული რეისების მგზავრები ჰყვებოდნენ, რომ ისინი ასაფრენად გამზადებული თვითმფრინავებიდან ჩამოსვეს.

ადგილობრივი დროით 12:00 საათისთვის სანქტ-პეტერბურგის თავზე და ოლქში საჰაერო სივრცე კვლავ გახსნეს, პულკოვოს აეროპორტი რეისებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ საჰაერო თავდაცვაზე პასუხისმგებელმა დასავლეთის ზონის მორიგე ძალებმა „წვრთნები ჩაატარეს სამოქალაქო საჰაერო მოძრაობის კონტროლის ორგანოებთან ურთიერთქმედებისთვის".

"შემუშავდა სავარაუდო სამიზნის გამოვლენისა და იდენტიფიკაციის, ასევე საგანგებო სიტუაციების სამსახურებთან ურთიერთქმედების საკითხები. ჩართული იყო საჰაერო თავდაცვის ძალების მორიგე გამანადგურებლები."

სანქტ-პეტერბურგის თავზე საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ პირველად ტელეგრამის არხებმა Baza-მ და "112-მა" დაწერეს. Baza-ს მონაცემებით, ტერიტორიაზე მოქმედებდა ე.წ. ხალიჩის გეგმა, რომელიც საჰაერო სივრცეში ამოუცნობი მფრინავი ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში ირთვება. "112" ირწმუნებოდა, რომ ამ გეგმის ამოქმედების შემთხვევაში ყველა საფრენი აპარატი, გარდა სამხედრო და სამაშველოსი, მიწაზე უნდა დაეშვას.

"112-ის" ინფორმაციით, ჰაერში ორი გამანადგურებელი Су-35 და МиГ-31 მუშაობდა.

• 27-28 თებერვლის ღამეს რუსეთის სამ რეგიონში - ბელგოროდისა და ბრიანსკის რაიონებსა და კრასნოდარის მხარეში უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოცვივდა. ადიღეში შენიშნეს უცნობი მფრინავი ობიექტის ვარდნა - შესაძლოა ესეც დრონი ყოფილიყო.

• ბელგოროდში იპოვეს სამი უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები, ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა. ბელგოროდის მერმა ვალენტინ დემიდოვმა თქვა, რომ ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატი საცხოვრებელი კორპუსის ფანჯარაში შევარდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ბრიანსკის ოლქის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ბოგომაზის განცხადებით, რეგიონის სურჟსკის რაიონში „უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონი“ ჩამოაგდეს.

• ხანძარი გაჩნდა რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ტუაფსეში ნავთობის და გაზის კომპანიის, „როსნეფტის" ქარხნის ტერიტორიაზე. ხანძარი ერთ საათში ჩააქრეს. ტუაფსეს საქალაქო ადმინისტრაციას ხანძრის გამომწვევი მიზეზი არ დაუსახელებია. ტელეგრამის მომხმარებლები წუხელ წერდნენ, რომ ქარხნის ტერიტორიაზე ორი აფეთქება მოხდა. დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „ასტრა" ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე ორი დრონი აფეთქდა. გამოცემის ინფორმაციით, ამ ობიექტის მახლობლად რუსი სამხედროების ყაზარმა მდებარეობს.

XS
SM
MD
LG