Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ ომი უკრაინაში უახლოეს დროში არ დასრულდება


ოლაფ შოლცი
ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ვარაუდობს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ უახლოეს დროში არ დასრულდება. „ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ შესაძლოა ამას დიდი დროს დასჭირდეს“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა 20 მარტს დიუსელდორფში გამართულ ღონისძიებაზე, რომელზეც უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებაზეც გამოთქვა ვარაუდი. „ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ ძალისხმევა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს ომი დასრულდეს“, - განაცხადა მან.

ოლაფ შოლცმა კომენტარი გააკეთა რუსეთის ლიდერის ძალაუფლებიდან ჩამოშორების შესახებაც და აღნიშნა, რომ არ სჯერა ისეთი მმართველების ძალადობრივი დამხობისა, როგორიც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია. შოლცმა დასძინა, რომ ამას არც ვაშინგტონი შეეცდება, როგორც ეს მისთვის უთქვამს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს.

  • მანამდე გერმანიის იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ გერმანიის ხელისუფლება დააპატიმრებს ვლადიმირ პუტინს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ორდერის საფუძველზე, თუ რუსეთის პრეზიდენტი გერმანიას ესტუმრება. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა მარკო ბუშმანმა გამოცემა Bild am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა.
  • 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვაზე დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
  • სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მეორე წინასასამართლო პალატა დაეყრდნო პროკურორის 2023 წლის 22 თებერვლის მიმართვას, რომ არსებობს დასაბუთებული საფუძველი იმაში დასარწმუნებლად, რომ ორივე ეჭვმიტანილს ეკისრება პასუხისმგებლობა ომის დანაშაულში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG