Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა თანამშრომლობს FBI-სთან და აშშ-ის კომპანიებთან, ომის დანაშაულების მტკიცებულებათა მოსაპოვებლად


მოქალაქე დგას იმ სამოქალაქო პირების საფლავებთან, რომლებიც, ადგილობრივების თქმით, რუსმა სამხედროებმა დახოცეს უკრაინაში, ბუჩაში, 2022 წლის აპრილში
მოქალაქე დგას იმ სამოქალაქო პირების საფლავებთან, რომლებიც, ადგილობრივების თქმით, რუსმა სამხედროებმა დახოცეს უკრაინაში, ბუჩაში, 2022 წლის აპრილში

უკრაინა თანამშრომლობს აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) და აშშ-ის კომპანიებთან, რათა მოიპოვოს მათ შორის მობილური საკომუნიკაციო ქსელების მტკიცებულებები რუსების მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე, აცხადებს უკრაინის მაღალჩინოსანი 25 აპრილს.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები აგროვებენ ციფრულ ინფორმაციას ბრძოლის ველებიდან და უკრაინის ქალაქებიდან, რომლებიც ომმა გააჩანაგა მას შემდეგ, რაც გასული წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ამბობს ალექს კობზანეცი, FBI-ის საგანგებო აგენტი, რომელიც უწინ მუშაობდა ამ ორგანიზაციის კანონიერ წარმომადგენლად უკრაინაში. "ამგვარი მონაცემების შეგროვებაში, მის ანალიზსა და დამუშავებაში FBI-ს გამოცდილება აქვს", - უთხრა კობზანეცმა კიბერუსაფრთხოების თემაზე გამართულ კონფერენციას სან-ფრანცისკოში.

XS
SM
MD
LG