Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის დაზვერვის აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს


აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ევრილ ჰეინსი აშშ-ის სენატში გამართული მოსმენისას. ვაშინგტონი, 10 მაისი, 2023.
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ევრილ ჰეინსი აშშ-ის სენატში გამართული მოსმენისას. ვაშინგტონი, 10 მაისი, 2023.

„ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს, მიუხედავად წარსულში კრემლის მხრიდან მუქარისა და იმ მძიმე მსხვერპლისა, რომელიც განიცადეს რუსეთის ჯარებმა უკრაინაში. ეს ძალზე ნაკლებად სავარაუდოა.” ეს განცხადება ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ევრილ ჰეინსმა გააკეთა ხუთშაბათს სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში გამართულ მოსმენაზე.

აშშ-ის ოფიციალური პირები თვეების განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ისინი ვერ ხედავენ ნიშანს, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად, მაგრამ ხაზს უსვამენ, რომ ისინი ფხიზლად რჩებიან, აღნიშნავს „ამერიკის ხმა“.

თებერვალში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი აჩერებს მონაწილეობას START III ხელშეკრულებაში, ბოლო დარჩენილ ბირთვულ შეთანხმებაში შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის. ხელშეკრულება ზღუდავს სტრატეგიული ქობინების რაოდენობას, რომელთა განთავსებაც შეუძლია თითოეულ მხარეს.

სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, უენდი შერმანმა თქვა, რომ პუტინის განცხადება 25 მარტს, რომ რუსეთი ემზადება ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განსათავსებლად, იყო მისი მცდელობა, ეს მუქარა გამოიყენოს „კონტროლირებული სახით“.

XS
SM
MD
LG