Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოთის პორტში ამოიღეს 80 კგ "ჰეროინი", რომელიც სომხეთიდან საქართველოში შემოვიდა - შსს


სატვირთო, რომელშიც ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩინეს
სატვირთო, რომელშიც ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩინეს

ფოთის პორტში საქართველოს სამართალდამცავებმა გააჩერეს სატვირთო ავტომობილი, რომელშიც 80 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება "ჰეროინი" აღმოაჩინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ეს სატვირთო ირანიდან სომხეთის გავლით საქართველოში შემოვიდა და საზღვრიდან ასეულობით კილომეტრის გავლით ფოთის პორტამდე მივიდა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს განზრახული ჰქონდა ირანიდან სომხეთისა და საქართველოს გავლით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ევროპაში გადაზიდვა, აღნიშნულის განხორციელებას ის საქართველოს ერთ-ერთი საზღვაო პორტის გავლით ცდილობდა, რა დროსაც იგი დაკავებული იქნა", - აცხადებენ შსს-ში.

1961 წელს დაბადებულ ირანის მოქალაქეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

"ფოთის პორტში გამოავლინეს რისკის შემცველი სატვირთო ავტომობილი რომელსაც ბრალდებული მართავდა. ავტომობილის ჩხრეკისას, მისაბმელის უკანა ორ კარში, სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან - 315 შეკვრად დაფასოებული, 80 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს", - აღნიშნულია შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG