Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლ მაკკარტნიმ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჩაწერა The Beatles-ის "ბოლო სიმღერა"


ფოტო არქივიდან. The Beatles-ის წევრები ნიუ-იორკის აეროპორტში. 1964 წელი
ფოტო არქივიდან. The Beatles-ის წევრები ნიუ-იორკის აეროპორტში. 1964 წელი

ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, The Beatles-ის „ბოლო სიმღერა" შეიქმნა. ამის შესახებ პოლ მაკკარტნიმ BBC-ს უამბო. თანამედროვე ტექნოლოგია გამოიყენეს ძველი დემო ჩანაწერიდან ახალი ჩანაწერისთვის ჯონ ლენონის ხმის ამოსაღებად.

პოლ მაკკარტნიმ კომპოზიცია არ დააკონკრეტა, თუმცა, თქვა, რომ მას წელს გამოუშვებენ. სავარაუდოა, რომ ეს არის ჯონ ლენონის მიერ სიკვდილამდე ორი წლით ადრე, 1978 წელს შექმნილი Now And Then, რომელიც რამდენიმე სხვა ჩანაწერთან ერთად იყო კასეტაზე წარწერით: „პოლისთვის“. ჯონ ლენონის ქვრივმა იოკო ონომ ეს კასეტა პოლ მაკკარტნის 1994 წელს გადასცა.

ჯონ ლენონი 1980 წლის 8 დეკემბერს ნიუ-იორკში მოკლა The Beatles-ის ფანატმა მარკ ჩეპმენმა.

XS
SM
MD
LG