Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნგრევა მოჰყვა უკრაინის ქალაქ კრივოი-როგზე რუსეთის თავდასხმას


რუსეთის სარაკეტო დარტყმით ქალაქ კრივოი-როგში 13 ივნისს განადგურებული სახლი
რუსეთის სარაკეტო დარტყმით ქალაქ კრივოი-როგში 13 ივნისს განადგურებული სახლი

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალაქ კრივოი-როგზე რუსეთის წუხანდელი სარაკეტო შეტევის შედეგად, დანგრეულია 2 საწარმო. დაიჭრა 38 წლის კაცი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადმინისტრაცია არ აკონკრეტებს, რომელი საწარმოები დაინგრა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, ირწმუნება, რომ „მაღალი სიზუსტით“ ანადგურებს ობიექტებს, რომლებსაც უკრაინა სამხედრო მიზნებით იყენებს და არაფერს ამბობს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დანგრევაზე. 13 ივნისს ქალაქ კრივოი-როგში რუსული რაკეტა მოხვდა 5-სართულიან სახლს. დაიღუპა 12 ადამიანი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაზე წუხანდელ თავდასხმაში კასპიის ზღვის მხრიდან მონაწილეობდა რუსეთის საოკუპაციო ძალების სტრატეგიული ავიაციის 4 თვითმფრინავი ტუ-95. გენერალური შტაბის ცნობით, მათ ისროლეს 4 ფრთოსანი რაკეტა(Х-101/Х-555), რომელთაგან 1 უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს, დანარჩენები კი დნეპროპეტროვსკის ოლქში მოხვდა სამრეწველო ობიექტებს.

უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, მოწინააღმდეგემ ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებებიდან უკრაინას შეუტია ირანული წარმოების 20 დამრტყმელი დრონით და ყველა მათგანი განადგურებულია.

XS
SM
MD
LG