Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე: „გუშინ ყველამ ვნახეთ ერთიანად ამჩატებული ოპოზიცია“


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძის თქმით, 24 ივნისს რუსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე საზოგადოებამ იხილა ერთიანად ამჩატებული ოპოზიცია.

„ეს იყო ამჩატებული „ნაცები“, „ევრონაცები“, ხაზარაძე, გახარია, „გირჩელები“, სალომე ზურაბიშვილი და ასე შემდეგ. როდესაც ჭკუა არ გყოფნის, რომ სწორად გაანალიზო მოვლენები, იმაზე მაინც უნდა გეყოს ჭკუა, რომ საერთოდ გაჩუმდე“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, „ამ ადამიანების მიზანი არის ქვეყნის ომში გახვევა“, საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნა, რაც გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურეს".

„გუშინ ყველაფერთან ერთად ბევრი სისულელე მოვისმინეთ. საუბარი იყო უსაფრთხოების საბჭოს მოწვევაზე. ეს არის რეალურად ამ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, კოლექტიური ოპოზიციის სახე. რაც ძალიან სამწუხაროა. ერთი წამით წარმოიდგინეთ, ეს ადამიანები რომ ყოფილიყვნენ გუშინ ხელისუფლების სათავეში, ქვეყანას გახვევდნენ უბედურებაში. ამიტომ, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, გაანალიზოს ყველაფერი, მათ შორის შეაფასოს ამ ოპოზიციის სახე. პირდაპირ შეგვიძლია ამოვიღოთ ფეისბუკპოსტები, განცხადებები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით იმ პროცესებთან კავშირში, რომელიც გუშინ წარიმართებოდა. მთელი რიგი განცხადებები იყო, სადაც პირდაპირ იყო საუბარი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შესვლაზე. ეს არის ამ ადამიანების სახე. ჩვენ როცა ვამბობთ, რომ მათი მიზანი არის ქვეყნის ომში გახვევა, საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათ გუშინ, როდესაც წამოსცდათ ის, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში გულში ინახავდნენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  • 23 ივნისის საღამოს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსი სამხედროები დაქირავებულთა ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა და გამოაცხადა, რომ, ფაქტობრივად, სამხედრო გადატრიალებას გეგმავდა რუსეთში. ამას მან „სამართლიანობის მარში“ უწოდა.
  • 24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დაიკავეს დონის როსტოვი. მოგვიანებით გაჩნდა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა განაცხადა, რომ რეგიონში მიმდინარეობს „ოპერატიული საბრძოლო მოქმედებები".
XS
SM
MD
LG