Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

94 წლის ასაკში გარდაიცვალა მწერალი მილან კუნდერა


94 წლის ასაკში გარდაიცვალა ჩეხი მწერალი მილან კუნდერა. ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ ჩეხურმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დღეს, 12 ივლისს, გაავრცელა. ფრანგული გამომცემლობა "გალიმარის" ცნობით, მწერალი 11 ივლისს გარდაიცვალა პარიზში.

მილან კუნდერა 1975 წლის შემდეგ საფრანგეთში ცხოვრობდა და ნაწარმოებებს ფრანგულ ენაზე წერდა.

სამშობლოს დატოვებამდე, კუნდერა 1968 წელს აქტიურად მონაწილეობდა პრაღის გაზაფხულის საპროტესტო აქციებში, რის გამოც მისი წიგნები ჩეხოსლოვაკიის ყველა ბიბლიოთეკიდან ამოიღეს. 1970 წელს აიკრძალა კუნდერას ნაწარმოებების დაბეჭდვა.

ჩეხოსლოვაკიის კომუნისტურმა მთავრობამ კუნდერას და მის ცოლს, ვერას, 1979 წელს ჩამოართვა მოქალაქეობა, რომელიც ჩეხეთის მთავრობამ 40 წლის შემდეგ, 2019 წელს დაუბრუნა მწერალს.

კუნდერას ყველაზე ცნობილი რომანია "ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე", რომელიც 1984 წელს გამოიცა ფრანგულ ენაზე.

XS
SM
MD
LG