Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის არმიამ გაანადგურა ჰამასის „სამხედრო სტრუქტურა“ ღაზის ჩრდილოეთში


ახლობლები დასტირიან პალესტინელ ჟურნალისტს, აქრამ ალ-შაფიის, რომელიც ემსხვერპლა ხან-იუნისზე ისრაელის ავიაციის თავდასხმას 2024 წლის 6 იანვარს.
ახლობლები დასტირიან პალესტინელ ჟურნალისტს, აქრამ ალ-შაფიის, რომელიც ემსხვერპლა ხან-იუნისზე ისრაელის ავიაციის თავდასხმას 2024 წლის 6 იანვარს.

ისრაელის არმიის წარმომადგენლის თანახმად, დასრულდა აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასის „სამხედრო სტრუქტურის“ ლიკვიდაცია ღაზის სექტორის ჩრდილოეთში და ამ არეალში განადგურებულია 8 ათასი შეიარაღებული მებრძოლი.

როგორც Reuters-ი იტყობინება ამავე წყაროს თანახმად, სამხედროებმა ხელში ჩაიგდეს ასევე იარაღის ათიათასობით ერთეული და მილიონობით დოკუმენტი. ამის შესახებ 6 იანვარს გამართულ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა კონტრ-ადმირალმა დანიელ ხაგარიმ.

„ახლა ჰამასის განადგურება გვაქვს მიზნად დასახული ღაზის სექტორის სამხრეთსა და ცენტრში“, - თქვა მან.

პალესტინელი ოფიციალური პირების ცნობით, ისრაელის თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა ღაზის სექტორის ქალაქ ხან-იუნისში.

პალესტინის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლების თანახმად, შვიდი პალესტინელი (მათ შორის ქალები და ბავშვები) დაიღუპა და ათობით დაიჭრა 6 იანვარს ისრაელის საჰაერო თავდასხმის დროს ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში, ხან-იუნისში მდებარე სახლზე, რომელიც ალ-ნაბრის ოჯახს ეკუთვნის.

XS
SM
MD
LG