Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ლაივბლოგი სასამართლოდან
ლაივბლოგი სასამართლოდან

8 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (08/07/2025)

15:56 8.7.2025

კითხვებს სვამს დაცვის მხარე:

გუჯა ავსაჯანიშვილი აზუსტებს, როდის იყო სპეცრაზმელი რუსთაველზე და შემდეგ ეკითხება, ექნება პრეტენზია მისი დაცვის ქვეშ მყოფ ნიკოლოზ ჯავახიშვილთან, რომელსა საერთოდ სხვა დღეს ედავებიან?

მოწმე ამ კითხვას პირდაპირ ვერ პასუხობს და ისევ იმეორებს, რომ არ იცნობს ბრალდებულებს და ინდივიდუალურად არავისთან პრეტენცია არ აქვს.

15:55 8.7.2025

მირიანაშვილი: „ვერ დავადასტურებ და ვერ უარვყოფ, რომ მათი ნასროლ პიროტექნიკით ვარ დაზიანებული. მე არ დამინახავს ვინ მესროლა და არ ვიცი. ვერ მოგახსენებთ, არ დამინახავს. მე მათ არ ვიცნობ, არც რაიე პირადი ინტერესები არ გამაჩნია, ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, რომ მათ მიერ ნასროლ პიროტექნიკით ვარ დაზიანებული".

15:55 8.7.2025

გდდ-ს თანამშრომელი ნუგზარ მირიანაშვილი ამბობს, რომ 30 ნოემბერს 9 საათისთვის მივიდა აქციაზე და განლაგდნენ თავისუფლების მოედანზე, თბილისი მარიოტთან.

„მისვლისთანავე ჩავიცვით სპეცაღჭურვილობა, ე.წ. რობოკოპი და ვიდექით ისე, გაჩერებულები ვიყავით. ამ დროს პარლამენტის მიმდებარედ მიდიოდა აქცია ჩვეულებრივ გარემოში. 11 საათის შემდეგ აქცია იღებს ძალადობრივ ქმედებას. ჩანდა, როგორც ისროდა პიროტექნიკას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისკენ, რამდენიმე ჩვენ თანამსრომლეს ჰქონდა ტელეფონი ჩართული და ვუყურებდით ვითარებას.

შედგა კოლოფი, ეს არის ის, სადაც ჭავლის მანქანა დგას, ჩვენ ვიცავთ ამ მანქანას [კოლოფით].

სადღაც 11-დან 12-საათამდე პერიოდში. შემდეგ გადაადგილებას ვიწყებთ საზ, წესრიგის აღდგენისთვის, რუსთაველის მიმართულებისკენ. 9 აპრილის კვეთაზე დაგვხვდა ბარიკადები, ფეიბოქსები იყო რითაც ჩახერგილი იყო გზები. დავიწყეთ გასუფთავება, იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა მყარი საგნების სროლა, ქვები, მოლოტოები, იყო პიროტექნიკის სროლა, რუსთაველის და 9 აპრილის ქუჩას ვგულისხმობ. ჩვენსა და მომიტინგებს შორის მანძილი 25-30 მეტრი იყო, განვაგრძეთ გზა, უკან იხევდნენ, ჩვენ უკან მოგვყვებოდა ცალკე დანაყოფის ჭავლსასროლი მანქანა, სადაც მოუწოდებდნენ მომიტინგეებს მშვიდობისკენ შემდეგ გავჩერდით პირვესკოლას რომ გაცდები ზემო მერიოტთან იქ, გავჩერდით რამდენიმე ხანი იქ. მიდიოდა ისე პიროტექნიკის სკოლა, მყარი საგნები, ფარზე ლითონების მოხვედრა, რომელიც ჩვენ გვიცავს, არ ვიცი რითი გვესწორდნენ.

ამის შემდეგ მომიწია ჩანაცვლება წინა ზოლში. წყალსასროლი მანქანის გვერდით ვიდექით და მოგვიწია მის წინ ჩადგომა. 4-5 ადამიანი ჩვენი თანამშრომელი გამოვიდა მწყობრიდან პიროტექნიკის შედეგი იყო და ჩავანაცვლეთ. სადღაც საათში დაიწყო ინტენსიური სროლა, ვეღარ გაგვეგო ფარი ზევით აგვეწია თუ სად წაგვეღო, პიროტექნიკა მარჯვენა ტერფის არეში ამიფეთქდა, დავკარგე მრძნობელობა და ჩემმა ხელმძღვანელმა გადამიყვანა სასწრაფოს მანქანასთან. სანამ მე წამიყვანდნენ მოიყვანეს ჩემზე უფრო დაშავებული პიროვნება, ღია ჭრილობა ჰქონდა, ჰქონდა გამომწვარი, დამწვარი და სასწრაფომ მათი გადაყვანა გადაწყვიტა, მე მესამე მანქანამ წამიყვანა. კავკასუს მედიცინის ცენტრში[კავკასიის - რ.თ.] გამიწიეს დახმარება. ერთი საათი ვიყავი იქ და ორი კვირა მომიწია რეაბილიტაცია".

15:48 8.7.2025

სხდომა განახლდა, იკითხება გდდ-ს თანამშრომელი, მოწმე, ნუგზარ მირიანაშვილი. ეს სპეცრაზმელი გუშინ, 7 ივლისსაც დაიკითხა, ჯგუფური ძალადობის მეორე 11-პირიან საქმეზე.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG