„ხომ არ შეგინიშნავთ ჯგუფი, რომელიც მოქმედებდა და ჯგუფი, რომელიც დავალებებს გასცემდა?", - იკითხა ზვიად ცეცხლაძის ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ.
მოწმე მირიანაშვილი ამბობს, რომ არ გაუგია.
დაცვის მხარეს აინტერესებს, ცნობილია, თუ არა სპეცრაზმელისთვის მიზეზი, რატომ გახდა აქცია აგრესიული?
მოწმემ თქვა, რომ მისთვის არ არის ცნობილი.
კითხვებს სვამს დაცვის მხარე:
გუჯა ავსაჯანიშვილი აზუსტებს, როდის იყო სპეცრაზმელი რუსთაველზე და შემდეგ ეკითხება, ექნება პრეტენზია მისი დაცვის ქვეშ მყოფ ნიკოლოზ ჯავახიშვილთან, რომელსა საერთოდ სხვა დღეს ედავებიან?
მოწმე ამ კითხვას პირდაპირ ვერ პასუხობს და ისევ იმეორებს, რომ არ იცნობს ბრალდებულებს და ინდივიდუალურად არავისთან პრეტენცია არ აქვს.
მირიანაშვილი: „ვერ დავადასტურებ და ვერ უარვყოფ, რომ მათი ნასროლ პიროტექნიკით ვარ დაზიანებული. მე არ დამინახავს ვინ მესროლა და არ ვიცი. ვერ მოგახსენებთ, არ დამინახავს. მე მათ არ ვიცნობ, არც რაიე პირადი ინტერესები არ გამაჩნია, ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, რომ მათ მიერ ნასროლ პიროტექნიკით ვარ დაზიანებული".
ფორუმი