16:30
8.7.2025
გამოიძახეს მოწმე ირაკლი გველესიანი. ისიც დაიკითხა, გუშინ ჯგუფური ძალადობის 11-პირიან საქმეზე
16:29
8.7.2025
სპეცრაზმელი, ნუგზარ მირიანაშვილი დღესაც იმეორებს, იდენტურ 11-პირიან საქმეზე დაკითხვისას ნათქვამს, რომ პოლიციის მხრიდან ძალადობრივი ქმედებები არ დაუნახავს და არც გაუგია.
16:25
8.7.2025
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა სხდომიდან გააძევა სამი დამსწრე. მან თქვა, რომ დამსწრეები იცინოდნენ და წესრიგს არღვევდნენ.
16:22
8.7.2025
„ჩვენ ვართ წყალსასროლი მანქანის დაცვა, უნდა აღდგეს წესრიგი, არანაირი შეხება მომიტინგესთან", - ამბობს ნუგზარ მირიანაშვილი.
ფორუმი