Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზინოვკინა-გრიბულის საქმე - ლაივბლოგი (13/08/2025)

გრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის საქმეზე. დღეს ნივთმტკიცებულებებს შეისწავლიან. რუსეთის მოქალაქეებს ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავებიან. მათ მიაჩნიათ, რომ პროევროპული აქციების მხარდაჭერისთვის ისჯებიან.

12:03 13.8.2025

ამჯერად გაიხსნა პაკეტი, სადაც ნარკოტიკული საშუალება იყო დალუქული.

კიდევ ერთ სპეცპაკეტში ელექტროსასწორი დევს. პროკურატურის ვერსიით, ამ სასწორზე წონიდნენ ნარკოტიკს ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული. ამ პაკეტში დევს სასწორიდან აღებული ანაწმენდიც.

„ყურადღება მინდა გავამახვილო, რომ ეს სითხე იდო სასწორთან ერთად, თუ ანაწმენდია ცალკე უნდა ყოფილიყო დალუქული", - ამბობს ადვოკატი.

ბრალდებულები კი ამბობენ, რომ ექსპერტიზის დროს წარმოდგენილ ფოტოებზე სხვა სასწორი იყო და ეს სხვა სასწორია.

11:51 13.8.2025

- რამდენი ღერია? კითხულობს ანასტასია ზინოვკინა. ითვლიან ღერებს, რის შემდეგაც ბრალდებული ამბობს:

„დანარჩენი ალბათ პოლიციელმა ირაკლიმ მოწია".

11:50 13.8.2025

მორიგ პაკეტში ვარდისფერი პატარა ხელჩანთა დევს. ანასტასია ზინოვკინას სურს გაიხსნას დალუქული პაკეტი და ნახოს ის.

ჩანთაში დევს სიგარეტის კოლოფი, რამდენიმე ღერით. ადვოკატი კითხულობს, რატომ არის ერთადო. ნუგზარ ჩიტაძე განმარტავს, რომ „რადგან საქმისთვის საინტერესო არ იყო, ერთად მოათავსეს სიგარეტი და ჩანთაო".

11:47 13.8.2025

გრძელდება მტკიცებულებების გამოკვლევა. პროკურორი ჭიტაძე ნივთმტკიცებათა ახალ პაკეტს ხსნის.

„ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის სახლიდან ამოღებული ნაჭრის ნიღაბი", - ახმოვანებს პროკურორი იმას, რაც პაკეტზე წერია და ხელში იღებს ნივთს.

ეს არის შავი ბალაკლავა.

„ეს ჩემი ნიღაბია, რომელიც ხუთი წელია მაქვს", - თქვა ანასტასია ზინოვკინამ.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG