ირაკლი ჩომახაშვილი თავისი დასკვნითი სიტყვის მეორე ნაწილს უთმობს ბრალის შესახებ მითითებულ სიტყვებს, რომ „გიორგი ტერიშვილი აქტიურად მონაწილეობდა რა ძალადობრივი ჯგუფის მოქმედებებში, ისროდა მოგრძო მასიურ ნივთებს სამართალდამცაველების მიმართულებით, რითაც საფრთხეს უქმნიდა სამართალდამცველებს და მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა პირთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას".
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი 225 მუხლის მეორე ნაწილის შენიშვნის ანალიზით უნდა შეფასდეს.
[შენიშვნაში წერია - “ამ მუხლის მიზნებისათვის იარაღში იგულისხმება ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ან ადვილაალებადი ნივთიერება, ასაფეთქებელი მოწყობილობა, ცრემლმდენი, რადიოაქტიური, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან მომწამვლელი ნივთიერება, ცივი იარაღი ანდა ნებისმიერი მოწყობილობა ან საგანი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ანდა გასანადგურებლად.” - რ.თ]
ის თავისი სიტყვია ამ ნაწილში მიმოიხილავს ექსპერტების ჩვენებებს და ასკვნის: „ბრალში მითითებული მოგრძო მასიური ნივთები არ არის დადგენილი და შეუძლებელია საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას".
„ბრალდების მხარემ არ ჩაატარა ექსპერტიზა საგანთან დაკავშირებით, არ ჩაატარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება და არ მოიპოვა მნიშვნელოვანი მტკიცებულება, შესაბამისად, ვინაიდან ვიდეო ჩანაწერიდან შეუძლებელია დადგენა საგანი იყო თუ არა მძიმე და შეეძლო თუ არა საფრთხის შექმნა, შენიშვნაში მითითებული „იარაღი“ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა", - ამბობს ჩომახაშვილი.
ადვოკატის თქმით, გიორგი ტერიშვილის მიერ ნასროლ საგანს საფრთხე უნდა შეექმნა, ნიშნავს ზემოთჩამოთვლილი დაზიანებიდან რომელიმე დაზიანების რეალური საფრთხე უნდა გამოეწვია.
მაგალითვისთვის არსებობს სსკ 126-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს ძალადობის დეფინიციას, რომელსაც არ გამოუწვევია ჯანმრთელობის მოშლა ან დაზიანება.
„ლოგიკურად, თუ საგანი არ არის დადგენილი, როგორ შეიძლება ვივარაუდოთ რომ ამ საგნით ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე დაზიანების გამოწვევა შეეძლო? ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის და არა ბრალდების სასარგებლოდ", - ამბობს ადვოკატი.
ფორუმი