ეს 5000-ზე მეტით აღემატება რაოდენობას, რაც მოცემული იყო 5 სექტემბერს გამოქვეყნებულ ანალოგიურ ანგარიშში.
დაღუპულთა 28% იყო ის ადამიანები, რომლებმაც არმიაში სამსახურის კონტრაქტი გააფორმეს უკვე ომის დაწყების შემდეგ. კვლევის ავტორების თანახმად, ასეთი დანაკარგების წილი იზრდება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ დანაკარგების რაოდენობის მიხედვით მეორე კატეგორიაა სასჯელაღსრულების კოლონიებიდან ფრონტზე გაგზავნილი პატიმრები.
დაღუპულთა რაოდენობით რეგიონებს შორის ლიდერობს ბაშკირეთი (6 632), ხოლო ტუვის რესპუბლიკა ლიდერობს ფარდობითი რაოდენობით (საშუალოდ 120 დაღუპული ყოველ 10 000 ადამიანზე).
ფორუმი