Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბავშვზე სავარაუდო ძალადობის გამო ზუგდიდის საბავშვო ბაღის აღმზრდელს უფლებამოსილება შეუჩერეს


სავარაუდო ძალადობის შემთხვევის შესახებ ინფორმაცია დღეს, 20 ოქტომბერს, გავრცელდა.
სავარაუდო ძალადობის შემთხვევის შესახებ ინფორმაცია დღეს, 20 ოქტომბერს, გავრცელდა.

ზუგდიდის მე-14 საბავშვო ბაღის აღმზრდელს ბავშვზე სავარაუდო ძალადობის გამო უფლებამოსილება შეუჩერეს - შემთხვევის შესახებ აცნობეს პოლიციასაც. ამაზე წერია ზუგდიდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის განცხადებაში.

ამ შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა სოციალურ ქსელშიც. მასში ჩანს, რომ აღმზრდელი ბავშვებს ათამაშებს - ასწავლის ბოსტნეულისა და ხილის ერთმანეთისგან განსხვავებას, რა დროსაც ერთ-ერთი აღსაზრდელი იწყებს ტირილს - სწორედ მაშინ ხდება სავარაუდო ძალადობის შემთხვევა.

„ჩვენს მთავარ მიზანს ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოში სკოლამდელი განათლების მიღება წარმოადგენს. ის კი, ვინც ამ მიზნებს ხელს უშლის, კანონის შესაბამისად უმკაცრესად უნდა დაისაჯოს“, - წერია ზუგდიდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს იძიებს ბავშვზე ძალადობის მუხლით. სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით არასრულწლოვანზე ძალადობა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა ორ წლამდე პატიმრობით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG