„დაკავებულმა ისარგებლა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით და 2019-2021 წლებში, მის მფლობელობაში არსებული, ფედერაციის კუთვნილი ბიზნესბარათების გამოყენებით, საბანკო ანგარიშებიდან, სხვადასხვა ბანკომატის მეშვეობით გამოიტანა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა [ფედერაციის კუთვნილი თანხა]“, - აღნიშნეს პროკურატურაში.
გამოძიებას საფუძვლად დაედო აუდიტის სამსახურის დასკვნა, რომელიც ფედერაციის 2019-2021 წლის საქმიანობას სწავლობდა. ამ დროს ორგანიზაციის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა ზურაბ კაკაბაძე.
„2019-2021 წლებში ფედერაციის პრეზიდენტის სახელზე გახსნილი ბიზნესბარათის გამოყენებით, ფედერაციის საბანკო ანგარიშიდან ნაღდი ანგარიშსწორებით გამოტანილი 451 256 ლარი გახარჯულია სალაროს ოპერაციების გვერდის ავლით, ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე“, - წერია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობის თანხის მითვისება ისჯება 7-დან 11 წლამდე პატიმრობით.
პროკურატურა დაკავებულის წინააღმდეგ პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
ფორუმი