- სახალხო დამცველის შესახებ კანონით, ომბუდსმენის ანაზღაურება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ყოველთვიური გასამრჯელოს ტოლი უნდა იყოს.
- წინა მოწვევის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, თანამდებობის პირთა ხელფასები ყოველწლიურად მზარდია და ის სპეციალური ფორმულით გამოითვლება.
2025 წლიდან მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მოსამართლეების ხელფასები ფიქსირებული აღარ არის. ის ყოველწლიურად ხელახლა განისაზღვრება და გამოითვლება ორი ფაქტორით: საბაზისო ხელფასისა და პარლამენტის მიერ დადგენილი კოეფიციენტის ნამრავლით. კოეფიციენტები უცვლელია, საბაზისო ხელფასი კი ყოველ წელს თავიდან დგინდება და ბიუჯეტში აისახება.
მაგალითად, წელს საქართველოში საბაზისო ხელფასი 1460 ლარია, მომავალ წელს კი 1600 იქნება.
პარლამენტის წევრების სახელფასო კოეფიციენტები „პარლამენტის რეგლამენტის“ მე-16 მუხლში წერია - ამ ცხრილის მიხედვით, თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი გამოითვლება „საბაზო ხელფასის“ კოეფიციენტ 9-ზე ნამრავლით. წელს ეს თანხა 13 140 ლარი იყო, მომავალ წელს კი 1260 ლარით გაიზრდება და 14 400 ლარი გახდება.
გაზრდილ ხელფასებს საჯარო მოხელეები 2026 წლიდან მიიღებენ.2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალ წელს გაიზრდება პენსიც:
- 70 წლამდე პენსიონერების შემთხვევაში - 20 ლარით (გახდება 370 ლარი);
- 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის 45 ლარით (გახდება 495 ლარი).
ფორუმი