Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უგანდაში 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა სამგზავრო ავტობუსების შეჯახების გამო


ქვეყნის პრეზიდენტის ბრძანებით თითოეულ დაღუპულის ოჯახებს გადასცემენ ხუთ მილიონ შილინგს (1,430 აშშ დოლარი), დაშავებულებს კი - მილიონი შილინგს.
ქვეყნის პრეზიდენტის ბრძანებით თითოეულ დაღუპულის ოჯახებს გადასცემენ ხუთ მილიონ შილინგს (1,430 აშშ დოლარი), დაშავებულებს კი - მილიონი შილინგს.

უგანდაში მთავარ მაგისტრალზე რამდენიმე მანქანის შეჯახების შედეგად სულ მცირე 46 ადამიანი დაიღუპა.

პოლიციის ცნობით, ორი საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სამგზავრო ავტობუსი ერთდროულად ცდილობდა ორი სხვა მანქანის გადასწრებას და პირდაპირ შეეჯახნენ ერთმანეთს. ერთმა ავტობუსმა ავარიის თავიდან ასაცილებლად გადახვევა სცადა, მაგრამ მხოლოდ „ჯაჭვური რეაქცია“ გამოიწვია, რის შედეგადაც სხვა მანქანებმაც დაკარგეს კონტროლი და გადაბრუნდნენ.

თავდაპირველად პოლიციამ განაცხადა, რომ 63 ადამიანი დაიღუპა, თუმცა მოგვიანებით განმარტეს, რომ ამ რიცხვში შეცდომით შეიტანეს უგონო მდგომარეობაში მყოფნი.

დაშავებულები დასავლეთ ქალაქ კირიანდონგოს სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პრეზიდენტმა იოვერი მუსევენიმ განაცხადა, რომ ტრაგიკული შემთხვევის შესახებ „მწუხარებით“ შეიტყო და სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს. მისი ბრძანებით თითოეულ დაღუპულის ოჯახებს გადასცემენ ხუთ მილიონ შილინგს (1,430 აშშ დოლარი), დაშავებულებს კი - მილიონი შილინგს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG