Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ გერმანიას მადლობა გადაუხადა Patriot-ების გადაცემისთვის


ვოლოდიმირ ზელენსკი Patriot-ის ფონზე. უცნობი ადგილი გერმანიაში, 11 ივნისი, 2024.
ვოლოდიმირ ზელენსკი Patriot-ის ფონზე. უცნობი ადგილი გერმანიაში, 11 ივნისი, 2024.

გერმანიამ უკრაინას საჰაერო თავდაცვის ორი სისტემა Patriot-ი გადასცა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა სამშაბათს ევროკავშირის გაფართოებულ სამიტზე.

„მინდა მადლობა გამოვუხატო გერმანიას. ახლახან გადმოგვცეს Patriotის ორი სისტემა და მათ ვითვისებთ,“ თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკის არაერთხელ განუცხადებია, რომ Patriot-ები უკიდურესად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რათა თავი დაიცვას რუსეთის იერიშებისგან. ის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრებზე რეგულარულად აყენებს ხოლმე კიევისთვის დამატებითი Patriot-ების გადაცემის საკითხს.

ამასთან, როგორც გერმანული გაზეთი Handelsblatt-ი იტყობინება სამშაბათს, გერმანიას კვლავაც მიზანშეუწონლად მიაჩნია კიევისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტა Taurus-ების გადაცემა. ამ პოზიციაზე იყო გერმანიის ყოფილი კანცლერი ოლაფ შოლცი, ამავე აზრისაა ამჟამინდელი კანცლერი ფრიდრიხ მერცი.


ფორუმი

XS
SM
MD
LG