Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში გამოცადეს კონტინენტთაშორისი რაკეტა Minuteman III


აშშ-ში გამოცადეს კონტინენტთაშორისი რაკეტა Minuteman III. 2025 წლის 5 ნოემბერი
აშშ-ში გამოცადეს კონტინენტთაშორისი რაკეტა Minuteman III. 2025 წლის 5 ნოემბერი

აშშ-ში საცდელი ფორმით, დატენის გარეშე გაუშვეს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა Minuteman III - იუწყება აშშ-ის კოსმოსური ძალების სამმართველო.

რაკეტა გაუშვეს 5 ნოემბერს, კალიფორნიის შტატში მდებარე სამხედრო-კოსმოსური ბაზიდან. მან 6700 კილომეტრის მასშტაბით იფრინა მარშალის კუნძულებზე მდებარე საცდელ პოლიგონამდე.

როგორც იუწყებიან, საცდელი ფრენის დროს ამოწმებდნენ რაკეტის საიმედოობას, ოპერატიულ მზაობასა და სიზუსტეს.

Minuteman III მყარი საწვავის მომხმარებელი რაკეტაა, რომელიც 36 ტონას იწონის. აშშ-ის არსენალში ის 1970 წელს მიიღეს. ამჟამად გამოყენებაშია ამ ტიპის 400-მდე რაკეტა, რომლებსაც რეგულარულად უტარდება მოდერნიზაცია.

ეს არის ამერიკული კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის პირველი გამოცდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს განაახლოს ატომური ცდები. პენტაგონი ხაზს უსვამს, რომ ამგვარი გაშვება წელიწადში რამდენჯერმე ხდება და ის არ უკავშირდება საგარეო ფაქტორებს. ბოლო სწავლება იყო მაისში, შარშან გამოცდა ორჯერ ჩატარდა.

ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთმაც ჩაატარა გამოცდათა სერია, მათ შორის რაკეტების - "ბურევესტნიკის", "იარსისა" და "სინევას" გაშვებით, ასევე გამოიცადა წყალქვეშა აპარატი "პოსეიდონი".

ფორუმი

XS
SM
MD
LG