Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ეს დიდი ამბავია!" - ვაშინგტონი მასპინძლობს ცენტრალური აზიის ლიდერებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო C5+1 პლატფორმის მიღებაზე სტუმრებს მიმართავს. 5 ნოემბერი, 2025 წელი. ვაშინგტონი.

6 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვაშინგტონში შეხვდა ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოყაევს და ეს შეხვედრა იყო აშშ-ში ტოყაევის ვიზიტის ოფიციალური ნაწილის დასაწყისი.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ აშშ-ის ვაჭრობის მდივანი ჰოვარდ ლუტნიკი და აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელი სამხრეთ და ცენტრალური აზიის საქმეებში სერჯიო გორი.

ყაზახეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მის ქვეყანასა და აშშ-ს აქვთ "შესანიშნავი შესაძლებლობები ეკონომიკური თანამშრომლობის გზით სტრატეგიული პარტნიორობის განსამტკიცებლად".

ტოყაევმა აღნიშნა, რომ ყაზახეთი ინარჩუნებს აქტიურ პოლიტიკურ თანამშრომლობას აშშ-სთან სხვადასხვა დონეზე და მზად არის მრავალმხრივი თანამშრომლობის გასაღრმავებლად კონსტრუქციული დიალოგისთვის.

ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც. პრესრელიზში აღნიშნულია:

"სახელმწიფო მდივანმა რუბიომ და პრეზიდენტმა ტოყაევმა იმსჯელეს ვაჭრობისა და ინვესტიციების მზარდ შესაძლებლობებზე, აგრეთვე ყაზახეთთან გაზრდილ თანამშრომლობაზე ენერგეტიკის, ტექნოლოგიებისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში.

შეერთებულმა შტატებმა და ყაზახეთმა აიღეს ვალდებულება, გააღრმაონ პარტნიორობა კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად და ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად, ამავდროულად გააძლიერონ აშშ-ის მიწოდების ჯაჭვები და შექმნან გაუმჯობესებული კომერციული შესაძლებლობები როგორც ყაზახეთისთვის, ასევე ჩვენი ერისთვის".

ვაშინგტონი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიწვევით, მასპინძლობს ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის: ყაზახეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის ლიდერებს, C5+1 პლატფორმის შექმნიდან ათი წლისთავის აღსანიშნავად და ამ ქვეყნებთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

6 ნოემბერს ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებს თეთრ სახლში პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიღებს.

5 ნოემბერს კი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს სახელით ვაშინგტონში გაიმართა საგანგებო მიღება. შეკრების მონაწილეებს მიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ქრისტოფერ ლანდაუმ:

"ეს დიდი ამბავია! შეუძლებელია უფრო მეტად აღფრთოვანებულები ვიყოთ, ვიდრე ამ საღამოს ვართ.

აღფრთოვანებულები ვართ ცენტრალური აზიის რესპუბლიკებიდან - ყაზახეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, ყირგიზეთის რესპუბლიკიდან და უზბეკეთიდან - ჩვენი მეგობრების, აშშ-ის დიდი მეგობრების მასპინძლობით".

ლანდაუმ აღნიშნა, რომ "არსებობს მსოფლიოს ბევრი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებსაც არ ვაქცევდით ისეთ ყურადღებას, როგორსაც იმსახურებენ. ერთ-ერთი ასეთი სივრცეა ცენტრალური აზიის რესპუბლიკები, წარსულში საბჭოთა კავშირის ნაწილი, რომლებიც 35 წელია დამოუკიდებლები არიან. ვფიქრობ, ახლა ძალიან საშურია მათთან აშშ-ის მართლაც აქტიური ურთიერთობა.

„C5+1-ფორმატი“: როგორ დაიწყო და როგორ განვითარდა კავშირები აშშ-სა და ცენტრალურ აზიას შორის

2015 წლის შემოდგომაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი რეგიონის ხუთივე ქვეყანას ეწვია, რითაც ვაშინგტონსა და ცენტრალური აზიის დედაქალაქებს შორის დიალოგის ახალი ფორმატი დაიწყო.

უზბეკეთში პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი პირადად შეხვდა კერის თვითმფრინავის კიბეებთან. სსრკ-ის დაშლამდე ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კარიმოვი ქვეყანას მეოთხედ საუკუნეზე მეტხანს მართავდა (გარდაიცვალა 2016 წელს). იგი გააკრიტიკეს მმართველობის ავტორიტარული სტილისა და დისიდენტობის ჩახშობის გამო.

უზბეკეთსა და ყაზახეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, ჯორჯ კროლმა, თავის მემუარებში დაწერა, რომ კარიმოვი ცდილობდა უზბეკეთის იზოლირებას გარე პოლიტიკური და ეკონომიკური ძალებისგან; ქვეყანა დიდი ხნის განმავლობაში ჩაკეტილი რჩებოდა, მსოფლიოსთან დიპლომატიური ურთიერთობების შენარჩუნების მიუხედავად.
1/10 2015 წლის შემოდგომაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი რეგიონის ხუთივე ქვეყანას ეწვია, რითაც ვაშინგტონსა და ცენტრალური აზიის დედაქალაქებს შორის დიალოგის ახალი ფორმატი დაიწყო.

უზბეკეთში პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი პირადად შეხვდა კერის თვითმფრინავის კიბეებთან. სსრკ-ის დაშლამდე ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კარიმოვი ქვეყანას მეოთხედ საუკუნეზე მეტხანს მართავდა (გარდაიცვალა 2016 წელს). იგი გააკრიტიკეს მმართველობის ავტორიტარული სტილისა და დისიდენტობის ჩახშობის გამო.

უზბეკეთსა და ყაზახეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, ჯორჯ კროლმა, თავის მემუარებში დაწერა, რომ კარიმოვი ცდილობდა უზბეკეთის იზოლირებას გარე პოლიტიკური და ეკონომიკური ძალებისგან; ქვეყანა დიდი ხნის განმავლობაში ჩაკეტილი რჩებოდა, მსოფლიოსთან დიპლომატიური ურთიერთობების შენარჩუნების მიუხედავად.
"C5+1 ფორმატი" 2015 წელს შეიქმნა, როგორც ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და აშშ-ს შორის დიალოგის ახალი პლატფორმა. დასაწყისში ფორმატი საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე რეგულარულ მოლაპარაკებებს მოიცავდა. 6 ნოემბერს ვაშინგტონში დაგეგმილი სამიტი მეორე მაღალი დონის შეხვედრა იქნება ფორმატის ფარგლებში.
2013 წელს სახელმწიფო მდივნის რანგში თავის პირველ საჯარო გამოსვლაში კერიმ ქვეყანა „ყირზახეთად“ მოიხსენია. სავარაუდოდ, ისს ყირგიზეთს გულისხმობდა. ეს უხერხულობა წლების განმავლობაში ახსოვთ.

2015 წელს, ცენტრალური აზიის რეგიონში ტურნეს დროს, მან შეხვედრები გამართა ხუთივე სახელმწიფოს ლიდერებთან.
2/10 2013 წელს სახელმწიფო მდივნის რანგში თავის პირველ საჯარო გამოსვლაში კერიმ ქვეყანა „ყირზახეთად“ მოიხსენია. სავარაუდოდ, ისს ყირგიზეთს გულისხმობდა. ეს უხერხულობა წლების განმავლობაში ახსოვთ.

2015 წელს, ცენტრალური აზიის რეგიონში ტურნეს დროს, მან შეხვედრები გამართა ხუთივე სახელმწიფოს ლიდერებთან.
"C5+1 ფორმატი" 2015 წელს შეიქმნა, როგორც ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და აშშ-ს შორის დიალოგის ახალი პლატფორმა. დასაწყისში ფორმატი საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე რეგულარულ მოლაპარაკებებს მოიცავდა. 6 ნოემბერს ვაშინგტონში დაგეგმილი სამიტი მეორე მაღალი დონის შეხვედრა იქნება ფორმატის ფარგლებში.
ყაზახეთში კერი პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს შეხვდა.

ქვეყნის პირველი პრეზიდენტი, ისევე როგორც კარიმოვი უზბეკეთში, საბჭოთა პარტიული ნომენკლატურიდან იყო. თუმცა, მეზობელი ქვეყნის ლიდერისგან განსხვავებით, ნაზარბაევმა ნავთობის სიმდიდრე დასავლური კომპანიებისთვის გახსნა და ყაზახეთის, როგორც პროგრესული და ინვესტორებისთვის მეგობრული იმიჯის შექმნა სცადა, ნათქვამია ამერიკელი დიპლომატის, ჯორჯ კროლის მემუარებში, რომელიც ნაზარბაევსაც და კარიმოვსაც ესაუბრა.
3/10 ყაზახეთში კერი პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს შეხვდა.

ქვეყნის პირველი პრეზიდენტი, ისევე როგორც კარიმოვი უზბეკეთში, საბჭოთა პარტიული ნომენკლატურიდან იყო. თუმცა, მეზობელი ქვეყნის ლიდერისგან განსხვავებით, ნაზარბაევმა ნავთობის სიმდიდრე დასავლური კომპანიებისთვის გახსნა და ყაზახეთის, როგორც პროგრესული და ინვესტორებისთვის მეგობრული იმიჯის შექმნა სცადა, ნათქვამია ამერიკელი დიპლომატის, ჯორჯ კროლის მემუარებში, რომელიც ნაზარბაევსაც და კარიმოვსაც ესაუბრა.
"C5+1 ფორმატი" 2015 წელს შეიქმნა, როგორც ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და აშშ-ს შორის დიალოგის ახალი პლატფორმა. დასაწყისში ფორმატი საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე რეგულარულ მოლაპარაკებებს მოიცავდა. 6 ნოემბერს ვაშინგტონში დაგეგმილი სამიტი მეორე მაღალი დონის შეხვედრა იქნება ფორმატის ფარგლებში.
ცენტრალური აზიის უკიდურეს ჩრდილოეთის დედაქალაქი, ასტანა კერის ყინვიანი ამინდითა და მძვინვარე ქარით დახვდა. ნოემბრის დასაწყისში ამ განედებში თოვლი და ქარბუქი უჩვეულო არ არის. საინფორმაციო სააგენტოების არქივში ინახება ფოტოები, სადაც კერი ყაზახეთში ვიზიტის დროს მონახულებული მეჩეთის წინ ქურთუკში გამოწყობილია.
4/10 ცენტრალური აზიის უკიდურეს ჩრდილოეთის დედაქალაქი, ასტანა კერის ყინვიანი ამინდითა და მძვინვარე ქარით დახვდა. ნოემბრის დასაწყისში ამ განედებში თოვლი და ქარბუქი უჩვეულო არ არის. საინფორმაციო სააგენტოების არქივში ინახება ფოტოები, სადაც კერი ყაზახეთში ვიზიტის დროს მონახულებული მეჩეთის წინ ქურთუკში გამოწყობილია.
"C5+1 ფორმატი" 2015 წელს შეიქმნა, როგორც ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და აშშ-ს შორის დიალოგის ახალი პლატფორმა. დასაწყისში ფორმატი საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე რეგულარულ მოლაპარაკებებს მოიცავდა. 6 ნოემბერს ვაშინგტონში დაგეგმილი სამიტი მეორე მაღალი დონის შეხვედრა იქნება ფორმატის ფარგლებში.
თურქმენეთში კერიმ მოლაპარაკებები გამართა პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვთან, რომელმაც თანამდებობა 2006 წელს პირველი პრეზიდენტის, საფარმურატ ნიაზოვის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა.

ბერდიმუჰამედოვმა შეასუსტა წინამორბედის პიროვნების კულტი, მაგრამ საკუთარი დაამკვიდრა: „თურქმენბაში“ (ყველა თურქმენის მამა) „არკადაგით“ (მფარველით) შეიცვალა. 2022 წელს გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა პრეზიდენტის თანამდებობა ფაქტობრივად გადასცა თავის შვილს, სერდარს.
5/10 თურქმენეთში კერიმ მოლაპარაკებები გამართა პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვთან, რომელმაც თანამდებობა 2006 წელს პირველი პრეზიდენტის, საფარმურატ ნიაზოვის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა.

ბერდიმუჰამედოვმა შეასუსტა წინამორბედის პიროვნების კულტი, მაგრამ საკუთარი დაამკვიდრა: „თურქმენბაში“ (ყველა თურქმენის მამა) „არკადაგით“ (მფარველით) შეიცვალა. 2022 წელს გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა პრეზიდენტის თანამდებობა ფაქტობრივად გადასცა თავის შვილს, სერდარს.
"C5+1 ფორმატი" 2015 წელს შეიქმნა, როგორც ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და აშშ-ს შორის დიალოგის ახალი პლატფორმა. დასაწყისში ფორმატი საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე რეგულარულ მოლაპარაკებებს მოიცავდა. 6 ნოემბერს ვაშინგტონში დაგეგმილი სამიტი მეორე მაღალი დონის შეხვედრა იქნება ფორმატის ფარგლებში.
ყირგიზეთში კერი დაესწრო ცენტრალური აზიის ამერიკული უნივერსიტეტის ახალი კამპუსის გახსნას.

2013 წელს ამ ქვეყანაზე საუბრისას კერიმ ენის შეცდომა დაუშვა, როდესაც „ყირზახეთი“ ახსენა. მან თქვა: „მამაცი ამერიკელი თანამშრომლები პლანეტის ყველაზე საშიშ ადგილებში მუშაობენ. ისინი ნიგერიაში კორუფციას ებრძვიან. ისინი ბირმაში კანონის უზენაესობას ამყარებენ. ისინი „ყირზახეთსა და საქართველოში დემოკრატიულ ცვლილებებს უჭერენ მხარს და ჩვენი გამოცდილებით, ქვეყანას დემოკრატიაზე გადასვლას დიდი დრო სჭირდება“.

ყირგიზეთში დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მეორე რევოლუციის შემდგომი პერიოდი იყო. მისი ლიდერი, ალმაზბეკ ატამბაევი, პირველი ლიდერი იყო, რომელმაც თავისი წინამორბედს (როზა ოტუნბაევას) ხელისუფლება არჩევნების გზით წაართვა და არა რევოლუციისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების გზით.
6/10 ყირგიზეთში კერი დაესწრო ცენტრალური აზიის ამერიკული უნივერსიტეტის ახალი კამპუსის გახსნას.

2013 წელს ამ ქვეყანაზე საუბრისას კერიმ ენის შეცდომა დაუშვა, როდესაც „ყირზახეთი“ ახსენა. მან თქვა: „მამაცი ამერიკელი თანამშრომლები პლანეტის ყველაზე საშიშ ადგილებში მუშაობენ. ისინი ნიგერიაში კორუფციას ებრძვიან. ისინი ბირმაში კანონის უზენაესობას ამყარებენ. ისინი „ყირზახეთსა და საქართველოში დემოკრატიულ ცვლილებებს უჭერენ მხარს და ჩვენი გამოცდილებით, ქვეყანას დემოკრატიაზე გადასვლას დიდი დრო სჭირდება“.

ყირგიზეთში დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მეორე რევოლუციის შემდგომი პერიოდი იყო. მისი ლიდერი, ალმაზბეკ ატამბაევი, პირველი ლიდერი იყო, რომელმაც თავისი წინამორბედს (როზა ოტუნბაევას) ხელისუფლება არჩევნების გზით წაართვა და არა რევოლუციისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების გზით.
"C5+1 ფორმატი" 2015 წელს შეიქმნა, როგორც ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და აშშ-ს შორის დიალოგის ახალი პლატფორმა. დასაწყისში ფორმატი საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე რეგულარულ მოლაპარაკებებს მოიცავდა. 6 ნოემბერს ვაშინგტონში დაგეგმილი სამიტი მეორე მაღალი დონის შეხვედრა იქნება ფორმატის ფარგლებში.
ტაჯიკეთში კერის აეროპორტში ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ. სახელმწიფო მდივანმა მოგვიანებით მოლაპარაკებები გამართა პრეზიდენტ ემომალი რაჰმონთან (რომელიც დღემდე მართავს ქვეყანას).

„ჩვენ ორივე ღრმად ვართ შეშფოთებულნი ავღანეთსა და საზღვარზე არსებული უსაფრთხოებით, ასევე ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლით“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა დუშანბეში.
7/10 ტაჯიკეთში კერის აეროპორტში ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ. სახელმწიფო მდივანმა მოგვიანებით მოლაპარაკებები გამართა პრეზიდენტ ემომალი რაჰმონთან (რომელიც დღემდე მართავს ქვეყანას).

„ჩვენ ორივე ღრმად ვართ შეშფოთებულნი ავღანეთსა და საზღვარზე არსებული უსაფრთხოებით, ასევე ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლით“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა დუშანბეში.
"C5+1 ფორმატი" 2015 წელს შეიქმნა, როგორც ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და აშშ-ს შორის დიალოგის ახალი პლატფორმა. დასაწყისში ფორმატი საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე რეგულარულ მოლაპარაკებებს მოიცავდა. 6 ნოემბერს ვაშინგტონში დაგეგმილი სამიტი მეორე მაღალი დონის შეხვედრა იქნება ფორმატის ფარგლებში.
კერის ვიზიტი რეგიონში ცენტრალური აზიის ქვეყნებმა აშშ-ის მზარდი ინტერესის დასტურად აღიქვეს გრძელვადიანი ურთიერთობებისა და ორმხრივად სასარგებლო კავშირების განვითარებისა და გაძლიერების მიზნით.

ეს იყო C5+1-პლატფორმის დადებითი დასაწყისი. საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე შეხვედრები რეგულარული გახდა და თანამშრომლობის განხილვის პლატფორმას წარმოადგენდა (სურათზე: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ცენტრალური აზიის საგარეო საქმეთა მინისტრები, 2023).
8/10 კერის ვიზიტი რეგიონში ცენტრალური აზიის ქვეყნებმა აშშ-ის მზარდი ინტერესის დასტურად აღიქვეს გრძელვადიანი ურთიერთობებისა და ორმხრივად სასარგებლო კავშირების განვითარებისა და გაძლიერების მიზნით.

ეს იყო C5+1-პლატფორმის დადებითი დასაწყისი. საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე შეხვედრები რეგულარული გახდა და თანამშრომლობის განხილვის პლატფორმას წარმოადგენდა (სურათზე: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ცენტრალური აზიის საგარეო საქმეთა მინისტრები, 2023).
"C5+1 ფორმატი" 2015 წელს შეიქმნა, როგორც ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და აშშ-ს შორის დიალოგის ახალი პლატფორმა. დასაწყისში ფორმატი საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე რეგულარულ მოლაპარაკებებს მოიცავდა. 6 ნოემბერს ვაშინგტონში დაგეგმილი სამიტი მეორე მაღალი დონის შეხვედრა იქნება ფორმატის ფარგლებში.
პირველი C5+1-სამიტი 2023 წელს ნიუ-იორკში გაიმართა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ცენტრალური აზიის სახელმწიფოების ლიდერებთან მოლაპარაკებები გამართა.

ყაზახეთს წარმოადგენდა მისი მეორე პრეზიდენტი, კასიმ-ჟომარტ ტოყაევი, კარიერული დიპლომატი და ყოფილი პრეზიდენტის, ნაზარბაევის პროტეჟე, რომელიც 2019 წელს გადადგა და „სისხლიანი იანვრის“ მოვლენების შემდეგ ჩრდილში აღმოჩნდა. ყირგიზეთს წარმოადგენდა სადირ ჯაპაროვი, რომელიც ხელისუფლებაში ქვეყნის მესამე რევოლუციის ტალღაზე მოვიდა. უზბეკეთს წარმოადგენდა მისი მეორე პრეზიდენტი, შავკატ მირზიოევი, რომელმაც თანამდებობა კარიმოვის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა და ქვეყანა მსოფლიოსთვის გახსნა. თურქმენეთს წარმოადგენდა სერდარ ბერდიმუჰამედოვი, რომელმაც მამამისი შეცვალა პრეზიდენტის პოსტზე. ემომალი რაჰმონი ტაჯიკეთს 1994 წლიდან მართავს.
9/10 პირველი C5+1-სამიტი 2023 წელს ნიუ-იორკში გაიმართა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ცენტრალური აზიის სახელმწიფოების ლიდერებთან მოლაპარაკებები გამართა.

ყაზახეთს წარმოადგენდა მისი მეორე პრეზიდენტი, კასიმ-ჟომარტ ტოყაევი, კარიერული დიპლომატი და ყოფილი პრეზიდენტის, ნაზარბაევის პროტეჟე, რომელიც 2019 წელს გადადგა და „სისხლიანი იანვრის“ მოვლენების შემდეგ ჩრდილში აღმოჩნდა. ყირგიზეთს წარმოადგენდა სადირ ჯაპაროვი, რომელიც ხელისუფლებაში ქვეყნის მესამე რევოლუციის ტალღაზე მოვიდა. უზბეკეთს წარმოადგენდა მისი მეორე პრეზიდენტი, შავკატ მირზიოევი, რომელმაც თანამდებობა კარიმოვის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა და ქვეყანა მსოფლიოსთვის გახსნა. თურქმენეთს წარმოადგენდა სერდარ ბერდიმუჰამედოვი, რომელმაც მამამისი შეცვალა პრეზიდენტის პოსტზე. ემომალი რაჰმონი ტაჯიკეთს 1994 წლიდან მართავს.
"C5+1 ფორმატი" 2015 წელს შეიქმნა, როგორც ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და აშშ-ს შორის დიალოგის ახალი პლატფორმა. დასაწყისში ფორმატი საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე რეგულარულ მოლაპარაკებებს მოიცავდა. 6 ნოემბერს ვაშინგტონში დაგეგმილი სამიტი მეორე მაღალი დონის შეხვედრა იქნება ფორმატის ფარგლებში.
2025 წელს თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მოკლე მოლაპარაკებები გამართა უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან.

ერთი თვის შემდეგ, ტრამპმა ვაშინგტონში ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერებს მოწვევა გაუგზავნა, რომელსაც ლიდერები დაეთანხმნენ.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სამიტის დღის წესრიგი ცენტრალურ აზიაში უხვად არსებული მინერალური რესურსების, განსაკუთრებით კი იშვიათი მიწების ლითონების განხილვას დაეთმობა.
10/10 2025 წელს თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მოკლე მოლაპარაკებები გამართა უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან.

ერთი თვის შემდეგ, ტრამპმა ვაშინგტონში ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერებს მოწვევა გაუგზავნა, რომელსაც ლიდერები დაეთანხმნენ.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სამიტის დღის წესრიგი ცენტრალურ აზიაში უხვად არსებული მინერალური რესურსების, განსაკუთრებით კი იშვიათი მიწების ლითონების განხილვას დაეთმობა.
"C5+1 ფორმატი" 2015 წელს შეიქმნა, როგორც ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და აშშ-ს შორის დიალოგის ახალი პლატფორმა. დასაწყისში ფორმატი საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე რეგულარულ მოლაპარაკებებს მოიცავდა. 6 ნოემბერს ვაშინგტონში დაგეგმილი სამიტი მეორე მაღალი დონის შეხვედრა იქნება ფორმატის ფარგლებში.
Previous slide
Next slide

პრეზიდენტმა ტრამპმა გვთხოვა მათთან უფრო აქტიურად თანამშრომლობა. მან მოიწვია აქ ხუთი პრეზიდენტი. საოცარი შესაძლებლობებია - ბიზნეს შესაძლებლობები, ბევრი თვალსაზრისით პარტნიორობის შესაძლებლობები.

ბატონებო, ჩვენთვის დიდი პატივია, რომ თქვენ ყველანი აქ ხართ", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

სენატორმა ჯიმ რიშმა ოთხშაბათს გამართულ მიღებაზე ისაუბრა აშშ-ისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის უპირატესობაზე და გამოაცხადა საკანონმდებლო ინიციატივის შესახებაც, რომელიც, მისი თქმით, 1974 წლის "ჯეკსონ-ვენიკის შესწორების" გაუქმებას ნიშნავს:

"მაშინ, როცა არასტაბილური რუსეთი და სულ უფრო აგრესიული ჩინეთი, თავიანთი მეზობლების ხარჯზე ცდილობენ თავიანთი ეროვნული ინტერესების გატანას მთელ მსოფლიოში, აშშ ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს სთავაზობს რეალურ შესაძლებლობას, იმუშაონ თანამშრომლობის მოსურნე პარტნიორთან და ამავდროულად, გააძლიერონ ერთმანეთის ეკონომიკა.

ამ ძალისხმევის ხელშესაწყობად, მე ვუერთდები სენატორ დეინს, რომელიც ამ საღამოს აქ იმყოფება და ჩემს კოლეგებს მიმდინარე კვირაში კანონპროექტის წარდგენაში, რომელიც გზას გაუკვალავს ყავლგასული ბარიერების მოხსნას, ეკონომიკური თანამშრომლობის გასაზრდელად C5+1 ფორმატში მონაწილე პარტნიორებთან და ეს არის ჯეკსონ-ვენიკის შეზღუდვების გაუქმება. C5+1 დიპლომატიური პლატფორმის შექმნიდან ათი წლისთავზე ვიწყებთ ჩვენს სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის ახალ, შთამბეჭდავ ეპოქას".

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ასე განმარტავს C5+1 პლატფორმის პერსპექტივას:

"ჩვენ ვეძებთ შესაძლებლობებს ამერიკული ინოვაციებისა და ამერიკული ბიზნესისთვის, ამერიკული პროდუქციისთვის ბაზრების გასაფართოებლად, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ ეს განამტკიცებს ქვეყნებს შორის კავშირებს. ჩვენი აზრით, თქვენ გსურთ თქვენი რესურსების - ადამიანური რესურსისა და თქვენი ქვეყნისთვის ღვთისგან ბოძებული ბუნებრივი რესურსების გატანა და მათი პასუხისმგებლიან განვითარებაში გამოყენება, რაც თქვენი ეკონომიკის დივერსიფიკაციის საშუალებას მოგცემთ".

აშშ-სა და ცენტრალური აზიის ხუთ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის პლატფორმა C5+1-ს საფუძველი ჩაეყარა 2015 წელს, როცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი (ბარაკ ობამას პრეზიდენტობისას) ამ ქვეყნებს ეწვია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG