„ნაწილობრივი ან სრული ანექსიის გეგმები, იქნება ეს ლეგალური თუ ფაქტობრივი, წარმოადგენს წითელ ხაზს, რომელზეც ჩვენ მკაცრად ვუპასუხებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად“, - განაცხადა მაკრონმა პარიზში პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან შეხვედრის შემდეგ.
საფრანგეთის პრეზიდენტი თვლის, რომ ახალმოსახლეების ძალადობა პალესტინელთა მიმართ და [ებრაელთა] დასახლებების გაფართოების დაჩქარება ახალ სიმაღლეებს აღწევს, რაც “საფრთხეს უქმნის დასავლეთ სანაპიროს სტაბილურობას და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის დარღვევას.“
მაკრონმა განაცხადა, რომ შეიქმნება საფრანგეთის და პალესტინელების ერთობლივი კომიტეტი, რომელიც პალესტინის კონსტიტუციის შექმნაზე იმუშავებს.
„ჩვენ ერთად გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ერთობლივი კომიტეტი პალესტინის სახელმწიფოს განმტკიცებისთვის“, - განაცხადა მაკრონმა მაჰმუდ აბასთან შეხვედრის შემდეგ.
აბასმა თქვა, რომ ის დასთანხმდა „საკონსტიტუციო კომიტეტის სწრაფ შექმნას“.
ფორუმი