Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პოლიციის ცნობით, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე პალესტინელებზე თავდასხმის მონაწილეები დააკავეს


ისრაელელი ისრაელელების დასახლება შილოჰის ფონზე, პალესტინელთა ტერიტორიაზე, ოკუპირებული იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. 21 ოქტომბერი, 2025 წელი
ისრაელელი ისრაელელების დასახლება შილოჰის ფონზე, პალესტინელთა ტერიტორიაზე, ოკუპირებული იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. 21 ოქტომბერი, 2025 წელი

ისრაელის პოლიციამ და სამხედროებმა 11 ნოემბერს განაცხადეს, რომ უსაფრთხოების ძალებმა რამდენიმე ისრაელელი დააკავეს ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ტულკარემთან ახლოს მომხდარი ძალადობრივი შეტაკებების შემდეგ, რომელთა დროსაც პალესტინელები დაშავდნენ და მათი ქონება განადგურდა.

სამხედროების თქმით, მათ ჯარები გაგზავნეს მას შემდეგ, რაც „ნიღბიანი ისრაელელები... თავს დაესხნენ პალესტინელებს და ცეცხლი წაუკიდეს ქონებას“.

„უსაფრთხოების ძალებმა დაპირისპირების დასაშლელად გამოიყენეს არეულობის დაშლის საშუალებები და დააკავეს რამდენიმე ისრაელელი მოქალაქე“, - ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმად, ოთხი დაშავებული პალესტინელი სამედიცინო დახმარების მისაღებად წაიყვანეს.

ცალკე განცხადებაში ისრაელის პოლიციამ განაცხადა, რომ ოთხი ეჭვმიტანილი დააკავეს „დღეს დილით იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ჩრდილოეთში მდებარე სოფლებში, ბეით-ლისა და დეირ-შარაფში მომხდარი ძალადობრივი ინციდენტის შემდეგ“.
ისრაელმა იორდანეს დასავლეთი ნაპირი 1967 წელს დაიპყრო. ახლა პალესტინის ტერიტორიაზე არსებულ დასახლებებში 500 000-ზე მეტი ისრაელელი ცხოვრობს.
იქ ჩასახლებული ისრაელელები თავს ესხმიან პალესტინელებს, რომლებიც ჩივიან, რომ ისრაელის ძალები, როგორც წესი, მათ არ აპატიმრებენ.

იორდანეს დასავლეთ ნაპირზე არსებული ყველა დასახლება საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უკანონოა.

გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის ოფისმა განაცხადა, რომ 2025 წლის ოქტომბერი ყველაზე ცუდი თვე იყო დასახლებულებზე ძალადობის თვალსაზრისით 2006 წლიდან. მოხდა 264 თავდასხმა, რომლებსაც მოჰყვა მსხვერპლი ან ქონების დაზიანება.
ძალადობამ პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2023 წლის ოქტომბერში ღაზაში ომის დაწყების შემდეგ იმატა.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ომის დაწყებიდან იქ ისრაელის ძალების ან ახალმოსახლეების მიერ მოკლულია, სულ მცირე, 1002 პალესტინელი, მათ შორის მებრძოლები.

იმავე პერიოდში, ისრაელის ოფიციალური მონაცემებით, დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების თავდასხმების შედეგად 43 ისრაელელი, მათ შორის ჯარისკაცი, დაიღუპა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG