ამ დროისთვის მაშველები კვლავ ეძებენ ეკიპაჟის წევრ ერთ სამხედროს - ბორტზე მყოფი 19 სამხედროს ცხედრები ნაპოვნია.
"ჩვენი სამხედრო თვითმფრინავი აფრენიდან მალევე სიღნაღის რეგიონში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს ჩამოვარდა. სამწუხაროდ, ამ ტრაგიკულ ინციდენტში ჩვენ 20 ადამიანი დავაკარგეთ, ეკიპაჟის წევრების სახელებს გულის ყველაზე ძვირფას კუთხეში დავიწერთ.
19 ცხედარი ვიპოვეთ, ბოლო ცხედრის ძიება გრძელდება", - თქვა ერდოანმა პარტიის რეგიონული თავმჯდომარეების შეხვედრაზე, რომელიც ანკარაში 12 ნოემბერს გაიმართა.
C-130, რომელმაც კატასტროფა 11 ნოემბერს განიცადა, არის ამერიკული ოთხძრავიანი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელიც გამოიყენება როგორც საჰაერო თავდასხმებისთვის, ისე ტვირთის გადასაზიდად და ჰუმანიტარული მისიებისთვის. თურქეთის შეიარაღებულ ძალებს ამ ტიპის სულ 20 სამხედრო ხომალდი ჰყავს. ეს კონკრეტული თვითმფრინავი 56 წლის იყო, 1969 წელს აწყობილი.
აზერბაიჯანული სააგენტო apa-ს მიერ ინფორმირებული წყაროსგან ექსკლუზიურად მოპოვებული ცნობებით, თვითმფრინავი დატვირთული იყო მხოლოდ გამანადგურებლების, F-16 სათადარიგო ნაწილებით და ბორტზე იმყოფებოდნენ სპეციალისტები, რომლებიც ამ გამანადგურებლებს ემსახურებოდნენ.
თურქეთის არმიის F-16-ები 8 ნოემბერს ბაქოში მონაწილეობდნენ ყარაბაღისთვის ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმში, რომელსაც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად დაესწრო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანიც.
ფორუმი