ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ 14 ნოემბერს, დილით ადრე გამოაქვეყნა უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა. მისივე ცნობით, მაშველებმა დაზიანებული სახლების ბინებში ჩარჩენილი 40-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს.
მასირებულ შეტევას მრავალსართულიან სახლებში ბინების ნგრევა და ხანძრები მოჰყვა კიევის ექვს რაიონში. ხანძრები გაჩნდა ერთ-ერთი სკოლის, საავადმყოფოს და სპორტული ბაზის ტერიტორიებზეც.
განახლება: დილის ათი საათისთვის ცნობილი გახდა, რომ კიევში გაიზარდა დაღუპულების და დაშავებულების რიცხვი. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დაღუპულია 3 და დაშავებულია 26 ადამიანი.
კიევში შუაღამის შემდეგ გამოცხადდა საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები ვალდებული არიან თავშესაფრებში გადავიდნენ.
რუსეთის ჯარებმა რაკეტებით და დრონებით შეუტიეს კიევის ოლქსაც, სადაც, ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სულ მცირე 6 ადამიანი დაშავდა. დაზიანებული და დამწვარია სახლები და სხვა შენობები.
ფორუმი