სამხედრო ტყვეებთან დაკავშირებული საკითხების უკრაინის საკოორდინაციო შტაბი იუწყება, რომ ყველა გვამი - რომლებიც, რუსეთის მხარის მტკიცებით, უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეებისაა - ექსპერტიზისა და ამოცნობისთვის გადაიგზავნება.
სააგენტო "ინტერფაქსი" წერს, რომ გაცვლა განხორციელდა სტამბოლში ზაფხულის დასაწყისში მიღწეული მოლაპარაკებების ფარგლებში. მოლაპარაკების შუამავალი იყო წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია. წინა გაცვლა ჩატარდა თითქმის ერთი თვის წინ, 23 ოქტომბერს - მაშინ რუსეთში დაბრუნდა 31 ცხედარი, კიევს გადაეცა 1000 დაღუპული.
საერთო ჯამში, რუსეთმა უკრაინას გადასცა ათი ათასზე მეტი დაღუპულის ცხედრები, უკრაინამ რუსეთს - ორასზე მეტი. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ამგვარი თანაფარდობა შესაძლოა აიხსნებოდეს იმით, რომ რუსეთის არმია ფრონტის ბევრ მონაკვეთზე უტევს და დაღუპული უკრაინელი სამხედროების ცხედრები შესაძლოა უფრო ხშირად რჩებოდნენ რუსეთის ძალების მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე.
ფორუმი