„მინისტრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას და კავშირების მეტად გაძლიერების მზაობა გამოთქვეს“, - წერია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვილაიათ ეივაზოვი შეხვდა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესაც. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, „შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობასა და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს“.
შსს-ს ცნობით, აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში გელა გელაძის მოწვევითაა. თვითმფრინავი, რომელშიც მისი დელეგაციაც იმყოფებოდა, საქართველოში დღეს, 21 ნოემბერს, დილით ჩამოფრინდა.
ფორუმი