Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ჰოლოდომორის ხსოვნის დღე აღნიშნეს


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პირველი ლედი ოლენა ზელენსკა მონაწილეობენ ჰოლოდომორის მსხვერპლთა მოსახსენიებელ ლოცვაში. კიევი, 2025 წლის 22 ნოემბერი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პირველი ლედი ოლენა ზელენსკა მონაწილეობენ ჰოლოდომორის მსხვერპლთა მოსახსენიებელ ლოცვაში. კიევი, 2025 წლის 22 ნოემბერი

უკრაინაში 22 ნოემბერს ჰოლოდომორის ხსოვნის დღე აღნიშნეს, იმ ფონზე, როცა წინა ღამით რუსეთმა მასშტაბური თავდასხმები განახორციელა უკრაინის წინააღმდეგ, და, პარალელურად, კიევზე იზრდება ზეწოლა აშშ-ის მხრიდან შემუშავებულ სამშვიდობო პირობებზე დასათანხმებლად.

უკრაინელები ნოემბრის მეოთხე შაბათს აღნიშნავენ ჰოლოდომორის ხსოვნის დღეს - საბჭოთა ხელისუფლების მიერ 1930-იან წლებში გამოწვეული შიმშილის, რომელსაც მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"ყველამ ვიცით როგორ და რატომ" მოხდა შიმშილი, წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პლატფორმაზე X.

"და ახლა კიდევ ერთხელ ვიცავთ თავს რუსეთისგან - რუსეთისგან, რომელიც არ შეცვლილა და რომელსაც კვლავ სიკვდილი მოაქვს", - დასძენს უკრაინის პრეზიდენტი.

ზელენსკის არ უხსენებია აშშ-ის მიერ შემუშავებული სამშვიდობო შეთანხმების გეგმა, თუმცა დაწერა - "უკრაინას ვიცავდით, ვიცავთ, და ყოველთვის დავიცავთ. რადგან ეს ჩვენი ერთადერთი სახლია. და ჩვენს სახლში რუსეთი ვერასოდეს იბატონებს".

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს უკრაინა 27 ნოემბრამდე დათანხმდეს 28-პუნქტიან შეთანხმებას - ტრამპი აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ის მხარდაჭერა შეჩერდება.

გეგმა ითვალისწინებს უკრაინის მხრიდან ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტის დათმობას, არმიის შემცირებას 880 000-დან 600 000 სამხედრომდე და უარის თქმას ნატოში გაწევრიანების სურვილზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG