Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტმა დაამტკიცა ევროკავშირის ახალი 1,5 მილიარდი ევროს მოცულობის თავდაცვის პროგრამა


ევროპის პარლამენტი
ევროპის პარლამენტი

ევროპის პარლამენტმა დაამტკიცა 1.5 მილიარდი ევროს (1.7 მილიარდი აშშ დოლარი) ღირებულების სქემა, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის მასშტაბით თავდაცვის სფეროში ინვესტიციებს და უკრაინის მხარდაჭერას, ნათქვამია 25 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

ევროპის თავდაცვითი-სამრეწველო პროგრამა (EDIP) ევროპის ხელახალი შეიარაღების უფრო ფართო ინიციატივის ნაწილია, რომელიც შემუშავდა 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და მიზნად ისახავს კონტინენტის თავდაცვის გაძლიერებას და წარმოების ოპტიმიზაციას.

სქემის ფარგლებში დაფინანსების უზრუნველსაყოფად, რომელიც 2027 წლამდე იმოქმედებს, თავდაცვითი პროდუქციის კომპონენტების ღირებულების მინიმუმ 65% უნდა მოდიოდეს ევროკავშირზე ან პარტნიორ ქვეყნებზე.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ EDIP-ის გამოიყენებენ ევროკავშირის თავდაცვის ინდუსტრიის, ერთობლივი შესყიდვებისა და წარმოების გასაძლიერებლად და ევროკავშირის მიერ უკრაინის მხარდაჭერის გასაზრდელად.

ევროპის ქვეყნების მთავრობები დიდი ხანია კამათობენ ამ პროგრამაში მათი მრეწველობის მონაწილეობასა და EDIP-თან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე. საფრანგეთს ევროპული ინდუსტრიის გასაძლიერებლად ევროპული პროდუქციის შეძენისთვის უპირატესობის მინიჭება სურდა, მაშინ როცა სხვა ქვეყნები, - მაგალითად, ნიდერლანდი, აშშ-სგან, დიდი ბრიტანეთისა და სხვა, - ქვეყნებისგან იარაღის მიღების საქმეში მეტ მოქნილობას ითხოვდნენ.

პარლამენტის მიერ დოკუმენტის დამტკიცება საკანონმდებლო პროცესის ბოლო ეტაპია, სანამ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო დაუჭერს პროგრამას მხარს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG