Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონის ცენტრში ესროლეს ორ გვარდიელს. ეჭვმიტანილი დაკავებულია


შემთხვევის ადგილი ვაშინგტონის ცენტრში. 26 ნოემბერი, 2025 წელი
შემთხვევის ადგილი ვაშინგტონის ცენტრში. 26 ნოემბერი, 2025 წელი

ვაშინგტონის ცენტრში ესროლეს ორ სამხედრო პირს, რომლებიც, წინასწარი ინფორმაციით, ეროვნული გვარდიის წევრები არიან. ABC-ს ორი წყაროს თანახმად, შემთხვევა თეთრი სახლიდან რამდენიმე შენობის დაშორებით მოხდა.

"სიენენი" დასავლეთ ვირჯინიის შტატის გუბერნატორ პატრიკ მორისიზე დაყრდნობით იუწყება, რომ დასავლეთ ვირჯინიის ეროვნული გვარდიის წევრების მდგომარეობა უცნობია. მანამდე მორისიმ თქვა, რომ გვარდიელები დახოცეს, თუმცა მოგვიანებით სოციალურ მედიაში განაცხადა, რომ ვრცელდებოდა „წინააღმდეგობრივი ცნობები“ გვარდიელების მდგომარეობის შესახებ. იგივე მედია ორ სამართალდამცველზე დაყრდნობით იტყობინება, რომ გვარდიელები ჩაებნენ სროლაში ეჭვმიტანილ მსროლელთან. ეჭვმიტანილი დააკავეს და შემთხვევის ადგილიდან საკაცით გაიყვანეს.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი „მძიმედ არის დაჭრილი“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG