Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცოლისთვის ცეცხლის წაკიდების გამო გერმანიაში კაცს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

გერმანიაში უვადო პატიმრობა მიუსაჯეს 47 წლის კაცს, რომელმაც ყოფილ ცოლს ტრამვაიში ცეცხლი წაუკიდა. გადაწყვეტილება 26 ნოემბერს გერის სასამართლომ გამოაცხადა.

სასამართლომ გამოარკვია, რომ კაცი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ემზადებოდა და ცეცხლის წასაკიდებლად საწვავი ბენზინგასამართ სადგურზე იყიდა. ბრალდების მიხედვით, კაცმა საწვავით სავსე ბოთლი იმ ტრამვაის ესროლა, რომლითაც მისი ყოფილი ცოლი სამსახურში მიდიოდა. დანაშაული მარტში მოხდა.

47 წლის კაცმა ყოფილ ცოლზე შურისძიება სცადა, რადგან „განშორებამ მისი სიამაყე და პატივი შელახა“ და ამით „დამოუკიდებლად ცხოვრების წართმევა სურდა“. ქალი გადარჩა.

ბრალდებულმა დანაშაული აღიარა. ადვოკატის თქმით, ქორწინების დასრულების შემდეგ ის „სასოწარკვეთილი იყო“, ახლა კი ამ საქციელს ნანობს.

სასამართლომ ბრალდებულს დააკისრა 75 000 ევროს ოდენობის ზიანის ანაზღაურება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG