Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავარიების „დადგმის“ სქემა: რუსთავში თაღლითობის ბრალდებით ორი კაცი დააკავეს


პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა მანქანების ავარიების „დადგმის“ „თაღლითური სქემის“ გამო.
პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა მანქანების ავარიების „დადგმის“ „თაღლითური სქემის“ გამო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თაღლითობის ბრალდებით რუსთავში ორი ადამიანი დააკავეს. ერთი 36 წლისაა, მეორე კი - 21 წლის.

გამოძიების ვერსიით, მათ შემუშავებული ჰქონდათ „თაღლითური სქემა“ სადაზღვევო კომპანიებისგან და ავტომობილების მძღოლებისგან, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან, დიდი ოდენობით თანხის მისაღებად.

კერძოდ, ბრალდების თანახმად, ისინი:

  • სპეციალურად ქმნიდნენ „ავტოსაგზაო შეჯახებების პროვოცირებას“ საკუთარი მანქანებით, წინასწარ შერჩეულ ადგილებში;
  • ამას აკეთებდნენ ისე, რომ „დაზარალებულ მხარედ თავად წარმოჩენილიყვნენ“;
  • შემდეგ ავარიაში მონაწილე მძღოლებისგან და სადაზღვევო კომპანიებისგან დიდი ოდენობით თანხებს ითხოვდნენ და იღებდნენ.

პოლიცია აცხადებს, რომ ორივე მათგანი დააკავეს რუსთავში - „მატერიალური სარგებლის მიღების განზრახვით განხორციელებული შეჯახებისას“.

შსს-ის თანახმადვე, დაკავებულებმა ასეთი „რამდენიმე ათეული ავტოსაგზაო შემთხვევა“ დადგეს.

პოლიცია აცხადებს, რომ გამოძიება გრძელდება, მათ შორის „სქემაში ჩართული სხვა შესაძლო პირების დადგენის“ მიზნით.

დაკავებულებს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG