რუსეთის ჯარებმა უკრაინის ენერგოობიექტებს დაარტყეს ოდესის და პოლტავის ოლქებში. მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება იმ მკაცრი გრაფიკითაც კი, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს.
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, სპეციალისტები ყველაფერს აკეთებენ დაზიანებული დანადგარების სწრაფად აღსადგენად.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ 11 დეკემბერს, დღისით გავრცელებული ინფორმაციით, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კომბინირებული შეტევისას, რომელიც გასული ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, რუსეთის ჯარებმა გამოიყენეს 3 ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერი“ და 151 უპილოტო საფრენი აპარატი. დარტყმის ძირითადი მიმართულება იყო პოლტავის ოლქის კრემენჩუგის რაიონი და ოდესის ოლქი.
სარდლობის თანახმად, დილის ათი საათისთვის დადასტურებული იყო 83 დრონისა და 2 რაკეტის მოგერიება და 69 დრონითა და 1 რაკეტით პირდაპირი დარტყმა 34 ადგილზე.
ოდესის და პოლტავის ოლქების სამხედრო ადმინისტრაციებს არ გაუვრცელებიათ ცნობები დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ.
ფორუმი