ეს ევროკავშირს იძულებულს გახდიდა, გაყინული აქტივები რუსეთისთვის დაებრუნებინა. ევროკავშირი მუშაობს გეგმაზე, რომლის მიხედვითაც გაყინული რუსული აქტივები შესაძლოა უკრაინას გადაეცეს.
რუსეთის მასშტაბური ომის თითქმის ოთხი წლისთავზე უკრაინას ნაღდი ფული საჭიროება უფრო და უფრო მეტად ეზრდება. მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ქვეყანას სავარაუდოდ, 135.7 მილიარდი ევრო სჭირდება.
რუსული აქტივების გამოყენებით ევროპა ამ თანხის ორი მესამედის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, თუმცა რუსი ოფიციალური პირები ევროკავშირს ამ გეგმის გამო ქურდობაში ადანაშაულებენ.
12 დეკემბერს რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ევროკავშირის გეგმები მისი გაყინული აქტივების გამოყენების შესახებ უკანონოა. ცენტრალური ბანკი აღნიშნავს, რომ ის იტოვებს უფლებას ქვეყნის ინტერესების დასაცავად ყველა არსებული საშუალება გამოიყენოს.
ასევე, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ მისი აქტივებისა და ფასიან ქაღალდებზე წვდომის უკანონო შეზღუდვის გამო ბრიუსელში დაფუძნებულ საფინანსო ინსტიტუტ Euroclear-ს, რომელიც ევროკავშირში რუსეთის გაყინული აქტივების დიდ ნაწილს ფლობს მოსკოვის სასამართლოში უჩივის.
რუსულ აქტივებთან დაკავშირებით, ევროკავშირის გეგმა ასეთია: თუკი უკრაინა გაყინულ რუსულ აქტივებს მიიღებს, ის ამ თანხას მხოლოდ მაშინ გადაიხდის, როცა რუსეთი კიევს ომის ზიანს სრულიად აუნაზღაურებს, რაც სესხს, ფაქტობრივად, გრანტად აქცევს - წინასწარ გადახდილ მომავალ რუსულ რეპარაციებად.
ევროკავშირის ლიდერები რეპარაციების, სესხის დეტალებისა და სხვა დარჩენილი საკითხების განსახილველად 18 დეკემბერს შეიკრიბებიან.
ფორუმი