„Wall Street Journal“-მა, რომელმაც პირველმა გაავრცელა შეხვედრის დეტალები, განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტისა და ტრამპის წარმომადგენლის შეხვედრაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი.
უიტკოფ-ზელენსკის შეხვედრის დადასტურება რამდენიმე დღეში მოხდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ აშშ-ს წარუდგინა 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის გადამუშავებული ვერსია, რომელიც ნოემბრის ბოლოს გამოქვეყნებული წინადადების უახლესი ვერსიაა და დიპლომატიური აქტივობის ტალღა გამოიწვია.
13 დეკემბერს პარიზში დაგეგმილია ევროპელი და უკრაინელი მაღალჩინოსნების შეხვედრაც უკრაინის მომავალსა და ომის დასრულების გზებზე მსჯელობისთვის.
დასავლეთში მაღალი დონის შეხვედრების პარალელურად, რუსეთი კვლავ არ წყვეტს უკრაინის ტერიტორიის მასშტაბურ დაბომბვებს.
13 დეკემბრის დილას ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის, ენერგეტიკული და სამრეწველო ინფრასტრუქტურა, დაზარალდა ბოლო შეტევების შემდეგ. უკრაინული მხარის ცნობით, გასულ ღამით განხორციელებული დარტყმების დროს რუსეთმა 450-ზე მეტი დრონი და 30 რაკეტა გამოიყენა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა და ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა შვიდ რეგიონში.
ფორუმი