- კატეგორიაში - ფოტო/ფოტორეპორტაჟი ონლაინ ან ბეჭდურ მედიაში გაიმარჯვა მინდია გაბაძემ („პუბლიკა“) ნამუშევრით "ფოტორეპორტიორის საბოლოო სიტყვა";
- კატეგორიაში - სტატია/მულტიმედია სტატია ონლაინმედიაში პრიზი აიღო ნათია ამირანაშვილმა („პუბლიკა“) ნამუშევრით „ცრუ მოწმეებად მხილებული მოწმე პოლიციელები“;
- კატეგორიაში ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ დაწესებული პრიზი გადაეცა ნასტასია არაბულს (რადიო თავისუფლება) მასალისთვის "ტინდერის ასლარიანო ბოზებო“, - პოლიციელების უხამსობა და ძალადობა ქალ დემონსტრანტებზე“;
- კატეგორიაში - სიღრმისეული ან საგამოძიებო ნამუშევარი გაიმარჯვა "სტუდია მონიტორმა" გამოძიებისთვის "გაიცანით სკამერები საქართველოდან";
- ქარტიის პრიზი 2025-ის გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ ჯილდო ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მზია ამაღლობელს გადაეცა. „მედიის ადვოკატირების კოალიცია“ ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს.
პრიზების გადაცემის დროს ციხიდნ დარეკა მზია ამაღლობელმა:
ფორუმი