თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ ინციდენტის შესახებ 15 დეკემბერს განაცხადა. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ნეგატიური შედეგების თავიდან ასაცილებლად კონტროლიდან გასული დრონი ჩამოაგდეს უსაფრთხო რაიონში, დასახლებულ პუნქტებს მიღმა.
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო არ აკონკრეტებს, ვის ეკუთვნოდა უპილოტო საფრენი აპარატი. შავი ზღვის რაიონში დრონებს ერთმანეთის წინააღმდეგ იყენებენ რუსეთი და უკრაინა.
ბოლო ხანს უკრაინის თავდაცვის ძალებმა თურქეთის სანაპიროს მახლობლად რამდენჯერმე დაარტყეს რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილად მიჩნეულ ტანკერებს.
გასულ კვირაში ოდესაზე რუსეთის ჯარების სარაკეტო შეტევისას დაზიანდა თურქული გემიც.
თურქეთის პრეზიდენტმა ერდოანმა განაცხადა, რომ შავი ზღვა კონფრონტაციის ზონად არ უნდა იქცეს და ნაოსნობის უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს.
ფორუმი