სიბიჰას არ უხსენებია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება, რომ მან პუტინისგან შეიტყო თავდასხმის შესახებ და "ძალიან გაბრაზდა".
ინდოეთისა და პაკისტანის პრემიერმინისტრებმა, არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოლიდარობა გამოხატეს რუსეთის მიმართ მას შემდეგ, რაც 29 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინამ დრონებით თავდასხმა განახორციელა ნოვგოროდის ოლქში, ვალდაიში მდებარე რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აგრეთვე შენიშნავს:
"კიდევ უფრო გასაკვირი ისაა, რომ არცერთს ამ სამი სახელმწიფოდან არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება, როცა 2025 წლის 7 სექტემბერს ნამდვილი რუსული რაკეტა მართლაც მოხვდა უკრაინის სამთავრობო შენობას".
სიბიჰას სიტყვებით, პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის შესახებ ბრალდებიდან ერთი დღე გავიდა და "რუსეთს ჯერაც არ წარმოუდგენია რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება... ვერც წარმოადგენენ, ვინაიდან არ არსებობს ასეთი. ასეთი თავდასხმა არ მომხდარა".
საგარეო საქმეთა მინისტრი საერთაშორისო საზოგადოებას შეახსენებს:
"რუსეთი დიდი ხანია მიმართავს ცრუ განცხადებებს - ეს მათი საავტორო ტაქტიკაა. მაგალითად, 2022 წლის დასაწყისში რუსეთმა განაცხადა, რომ თავს არ დაესხმებოდა უკრაინას. ისინი ხშირად სხვებს აბრალებენ იმას, რის ჩადენასაც თავად გეგმავენ. მათი სიტყვები არასდროს უნდა იყოს პირდაპირ აღქმული".
30 დეკემბერს რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა გააგრძელა რუსეთის პრეზიდენტის ვალდაის რეზიდენციაზე უკრაინის "თავდასხმის" თემა და განაცხადა, რომ მოსკოვის პასუხი "მკაცრი" უნდა იყოს. ვოლოდინის სიტყვებით ზელენსკისთვის "საომარი მოქმედებები ხელისუფლებაში დარჩენისა და ევროკავშირის დახმარების მიღების ერთადერთი შანსია. ან მიზნებისთვის ზელენსკიმ განახორციელა თავდასხმა ჩვენი პრეზიდენტის რეზიდენციაზე. სახელმწიფო დუმის დეპუტატები ფიქრობენ, რომ პასუხი უნდა იყოს მკაცრი".
ფორუმი