Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ხალხი გამოვიდა თეირანის ქუჩებში 8 აპრილს, მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ირანს შორის ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოცხადდა.
ხალხი გამოვიდა თეირანის ქუჩებში 8 აპრილს, მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ირანს შორის ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოცხადდა.

გრძელდება ისრაელის ძლიერი იერიშები ლიბანზე - ლაივბლოგი

ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვლიდან მიმდინარეობს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები, მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მ ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. დაიღუპნენ უზენაესი ლიდერი და სხვა მაღალჩინოსნები აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად, რომლებიც კვლავ გრძელდება.

მთავარი მოვლენები

19:54 14.1.2026

14 იანვარს ინდოეთმა ირანის დატოვებისკენ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, რის მიზეზადაც ირანში ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროტესტის ფონზე უსაფრთხოების მხრივ არსებულ ვითარებასა და რეგიონში მოვლენათა განვითარებას ასახელებს.

გამაფრთხილებელი განცხადება თეირანში ინდოეთის საელჩომ გაავრცელა. დიპლომატიური წარმომადგენლობა ურჩევს ინდოეთის მოქალაქე სტუდენტებს, მომლოცველებს, ბიზნესმენებსა და ტურისტებს „პირველივე შესაძლებლობისთანავე დატოვონ ირანის ტერიტორია“.

საელჩო ინდოეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ არ მიუახლოვდნენ საპროტესტო აქციებისა და შეკრებების ადგილებს ირანში.

19:10 14.1.2026
17:53 14.1.2026

ძალადობის დაგმობა „ორივე მხრიდან“, „მშვიდობა ირანს“, „დამშვიდება ირანის საზოგადოებას“, „სტაბილურობა“ - ასეთია პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრების შეფასებები ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების სასტიკი ჩახშობისა და დემონსტრანტების დახოცვის შესახებ.

15:54 14.1.2026

ინტერნეტ-მონიტორინგის სამსახურის ცნობით, ირანი კვლავ „ციფრულ სიბნელეში“ რჩება

კიბერ-უსაფრთხოების მონიტორინგის ჯგუფის, NetBlocks-ის განცხადებით, ირანის ხელისუფლება კვლავ ბლოკავს ინტერნეტზე წვდომას მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტის ჩახშობის მიზნით. „მონაცემები აჩვენებს, რომ ირანი კვლავ ხაზგარეშე (offline) რჩება, რადგან ქვეყანა ციფრული სიბნელის კიდევ ერთ დღეს ათენებს“, - ნათქვამია 14 იანვარს გამოქვეყნებულ პოსტში.

ირანში პროტესტი დეკემბრის ბოლოს მზარდმა ინფლაციამ და ვალუტის მკვეთრმა გაუფასურებამ გამოიწვია, თუმცა მოგვიანებით ის ფართომასშტაბიან ანტისამთავრობო პროტესტში გადაიზარდა. უფლებადამცველი ჯგუფების თქმით, ხელისუფლებამ დემონსტრაციების წინააღმდეგ სასტიკი ზომები გამოიყენა, რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აშშ-ში განთავსებულმა დამოუკიდებელმა უფლებადამცველმა ორგანიზაცია HRANA-მ განაცხადა, რომ 13 იანვრის დადასტურებული და გადამოწმებული მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 2 403 ადამიანამდე გაიზარდა, ხოლო 18 000-ზე მეტი პირი დაკავებულია.

„ინტერნეტის ბლოკადა უკვე 132 საათს აჭარბებს. პირველადი ცნობები ათასობით მსხვერპლზე მიუთითებს. მკვლელობების რეალურ მასშტაბს კავშირის არქონა ფარავს“, - აცხადებს NetBlocks-ი.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG