Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ხალხი გამოვიდა თეირანის ქუჩებში 8 აპრილს, მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ირანს შორის ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოცხადდა.
ხალხი გამოვიდა თეირანის ქუჩებში 8 აპრილს, მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ირანს შორის ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოცხადდა.

გრძელდება ისრაელის ძლიერი იერიშები ლიბანზე - ლაივბლოგი

ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვლიდან მიმდინარეობს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები, მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მ ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. დაიღუპნენ უზენაესი ლიდერი და სხვა მაღალჩინოსნები აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად, რომლებიც კვლავ გრძელდება.

მთავარი მოვლენები

23:47 14.1.2026

დამოუკიდებელი უფლებადამცველი ორგანიზაცია HRANA აცხადებს, რომ 13 იანვრის მონაცემებით, საპროტესტო აქციებში დაღუპულთა რიცხვი 2403-მდე გაიზარდა, ხოლო 18 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ზოგიერთი ჯგუფი აცხადებს, რომ დაღუპულთა რიცხვი რამდენჯერმე მეტია და ტრამპმა თეირანი გააფრთხილა, რომ მას „ძალიან მკაცრი ზომები“ ელის, ხალხს კი დაჰპირდა, რომ „დახმარება გზაშია“.

რადიო თავისუფლების ირანული სამსახური - რადიო „ფარდა“ ფონდ Foundation for Defense of Democracies-ის უფროს მრჩეველს, რიჩარდ გოლდბერგს ესაუბრა ტრამპის შესაძლო ნაბიჯზე.

20:29 14.1.2026

უფლისწული რეზა ფეჰლევი, რომელიც 1979 წლის ირანის რევოლუციის შემდეგ აშშ-ში ცხოვრობს, თანამემამულეებს სისტემატურად მოუწოდებს, იბრძოლონ აიათოლას რეჟიმის დასამხობად.

ოპოზიციის არარსებობის პირობებში, ირანელების ნაწილი მასში იმ ადამიანს ხედავს, რომელსაც შეიძლება ხელისუფლება ჩააბარონ.

19:59 14.1.2026
19:54 14.1.2026

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG