1 მარტს ისრაელის საჰაერო ძალებმა განახორციელეს დარტყმები „თეირანისკენ მიმავალი გზის“ გასახსნელად - ამის თაობაზე ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ დასავლეთ და ცენტრალურ ირანში განლაგებული საჰაერო თავდაცვის სისტემების უმეტესობა მწყობრიდან გამოსულია. არმია ამბობს, რომ სამიზნეები „თეირანის გულია“.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა, კაია კალასმა 1 მარტს განაცხადა, რომ ირანის უზენაესი მმართველის აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი „ირანის ისტორიაში გადამწყვეტი მომენტი“ იყო.
Reuters-ი იტყობინება, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მმართველთა საბჭოს იურისტ წევრად ალირეზა არაფი აირჩიეს.
ირანის კონსტიტუციით, ეს არის სამწევრიანი ორგანო, რომელსაც უზენაესი მმართველის როლის შესრულება ევალება ექსპერტთა ასამბლეის მიერ ახალი ლიდერის არჩევამდე.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 1 მარტს განაცხადა, რომ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის და მისი ოჯახის წევრების მკვლელობა „ცინიკური“ მკვლელობა იყო, რომელიც არღვევს ადამიანური მორალისა და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას.
ფორუმი