Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
თეირანის ხედი, ქალაქის სამხრეთ ნაწილში აფეთქების შედეგად გაჩენილი კვამლით, 7 აპრილის გამთენიისას ირანზე აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების დროს.
თეირანის ხედი, ქალაქის სამხრეთ ნაწილში აფეთქების შედეგად გაჩენილი კვამლით, 7 აპრილის გამთენიისას ირანზე აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების დროს.

ტრამპი დათანხმდა „ირანის დაბომბვა და თავდასხმა“ ორი კვირით შეაჩეროს

ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვლიდან მიმდინარეობს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები, მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მ ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. დაიღუპნენ უზენაესი ლიდერი და სხვა მაღალჩინოსნები აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად, რომლებიც კვლავ გრძელდება.

მთავარი მოვლენები

23:37 1.3.2026

Reuters-ის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 1 მარტს განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები ირანის საზღვაო ფლოტს ძირავენ, აქამდე ცხრა ირანული სამხედრო გემი გაანადგურეს და დანარჩენებსაც მისწვდებიან.

22:42 1.3.2026

ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის, სიკვდილმა ახლო აღმოსავლეთში შოკის ტალღა გამოიწვია. ახლა მთავარი კითხვა ისაა, ვინ შეცვლის მას. მარტივ ვითარებაშიც კი, მემკვიდრის შერჩევის პროცესი რთული და გაუმჭვირვალეა.

20:43 1.3.2026

1 მარტი ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 10%-ით გაიზარდა და დაახლოებით 80 დოლარს მიაღწია, განაცხადეს ნავთობით მოვაჭრე კომპანიებმა.

ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ფასები შესაძლოა 100 დოლარამდეც კი გაიზარდოს მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმების შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ახალი ომი დაიწყო.

20:17 1.3.2026

ირანმა 1 მარტს საჰაერო დარტყმები მიმართა სპარსეთის ყურეში მას შემდეგ, რაც პირობა დადო, რომ შურს იძიებდა მოკლული უზენაესი მმართველის, აიათოლა ალი ხამენეის გამო, მიუხედავად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარისა, რომ შემდეგი დარტყმა უპრეცედენტო ძალის გამოყენებით განახორციელებდა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG