ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი ირანზე მორიგი დარტყმების შესახებ იუწყებიან. ისრაელის თანახმად, იერიში ისევ მიიტანეს ირანის მხარდამჭერი ჰეზბოლას პოზიციებზეც ლიბანში. საპასუხი დარტყმების შესახებ იუწყებიან ირანი და ჰეზბოლა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ირანზე დარტყმები გაძლიერდება და ვარაუდობს, რომ სახმელეთო ძალების გამოყენება საჭირო არ იქნება.
საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ-რიადში დრონებით შეტევა იყო აშშ-ის საელჩოზე. საუდის არაბეთი რეგიონის იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებსაც ირანის ძალები უტევენ მის წინააღმდეგ აშშ-ის და ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ.
საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრომ 3 მარტს განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩოს ორმა დრონმა შეუტია, რასაც მცირე მასშტაბის ხანძარი და უმნიშვნელო ზიანი მოჰყვა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამოაცხადეს ჰუსეინ მაკლედის, ჰეზბოლას სადაზვერვო შტაბის მეთაურის, მკვლელობის შესახებ.
ფორუმი