Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
„ჩვენ ის ვიპოვეთ“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. F-15-ის ეკიპაჟის მეორე წევრიც გადაარჩინეს.
„ჩვენ ის ვიპოვეთ“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. F-15-ის ეკიპაჟის მეორე წევრიც გადაარჩინეს.

აშშ-ის ძალებმა ირანში ჩამოგდებული F-15-ის ეკიპაჟის მეორე წევრიც გადაარჩინეს - ლაივბლოგი

ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვლიდან მიმდინარეობს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები, მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მ ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. დაიღუპნენ უზენაესი ლიდერი და სხვა მაღალჩინოსნები აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად, რომლებიც კვლავ გრძელდება.

მთავარი მოვლენები

15:27 3.3.2026

ორგანიზაცია „წითელი ნახევარმთვარის“ ირანის ოფისი, რომლის საქმიანობასაც ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლება აკონტროლებს, აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ 700-ზე მეტი დაღუპულის შესახებ იუწყება. ანალოგიურ მონაცემებს ფლობს უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Activists in Iran(HRANA), რომელიც აშშ-დან საქმიანობს.

14:53 3.3.2026

საბერძნეთის სამართალდამცავმა უწყებებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე, 36 წლის კაცი, რომელიც ეჭვმიტანილია კუნძულ კრეტაზე საზღვაო ბაზაზე ჯაშუშობაში - ირანის ისლამური რესპუბლიკის სასარგებლოდ.

13:16 3.3.2026

ისრაელმა, რომელიც შეერთებულ შტატებთან ერთად განაგრძობს ირანზე დარტყმებს და პარალელურად ლიბანში ბომბავს ირანის მხარდამჭერი, აშშ-ის და ისრაელის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცახადებული ჰეზბოლას პოზიციებს, სამხრეთ ლიბანის სიღრმეში გაგზავნა სახმელეთო ძალები.

11:12 3.3.2026

ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი ირანზე მორიგი დარტყმების შესახებ იუწყებიან. ისრაელის თანახმად, იერიში ისევ მიიტანეს ირანის მხარდამჭერი ჰეზბოლას პოზიციებზეც ლიბანში. საპასუხი დარტყმების შესახებ იუწყებიან ირანი და ჰეზბოლა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG