Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
„ჩვენ ის ვიპოვეთ“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. F-15-ის ეკიპაჟის მეორე წევრიც გადაარჩინეს.
„ჩვენ ის ვიპოვეთ“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. F-15-ის ეკიპაჟის მეორე წევრიც გადაარჩინეს.

აშშ-ის ძალებმა ირანში ჩამოგდებული F-15-ის ეკიპაჟის მეორე წევრიც გადაარჩინეს - ლაივბლოგი

ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვლიდან მიმდინარეობს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები, მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მ ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. დაიღუპნენ უზენაესი ლიდერი და სხვა მაღალჩინოსნები აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად, რომლებიც კვლავ გრძელდება.

მთავარი მოვლენები

09:20 3.3.2026

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ირანზე დარტყმები გაძლიერდება და ვარაუდობს, რომ სახმელეთო ძალების გამოყენება საჭირო არ იქნება.

08:53 3.3.2026

საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ-რიადში დრონებით შეტევა იყო აშშ-ის საელჩოზე. საუდის არაბეთი რეგიონის იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებსაც ირანის ძალები უტევენ მის წინააღმდეგ აშშ-ის და ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ.

საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრომ 3 მარტს განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩოს ორმა დრონმა შეუტია, რასაც მცირე მასშტაბის ხანძარი და უმნიშვნელო ზიანი მოჰყვა.

22:16 2.3.2026

ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამოაცხადეს ჰუსეინ მაკლედის, ჰეზბოლას სადაზვერვო შტაბის მეთაურის, მკვლელობის შესახებ.

21:42 2.3.2026

„მესამე დღეა, აქ რაკეტების წვიმაა. პირველ დღეს თავშესაფრიდან არც გამოვსულვართ“

„თავშესაფარში გავრბივარ, ამ წამს მოვიდა შეტყობინება, უნდა გავიქცე“, - შუა ინტერვიუს დროს მეუბნება თელ-ავივში მყოფი თამთა თოდაძე და საუბარი აქ გვიწყდება

თელ-ავივი, დუბაი, აბუ-დაბი, დოჰა, შარჯა - ეს მხოლოდ ნაწილია იმ ქალაქებისა, სადაც ქართველები ამ დრომდე რჩებიან და ირანში განვითარებული მოვლენების გამო, სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.

ნახე ვრცლად:

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG