Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის ჩასვლა პაკისტანში. 11 აპრილი, 2026 წელი
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის ჩასვლა პაკისტანში. 11 აპრილი, 2026 წელი

ირანის და აშშ-ის დელეგაციები პაკისტანში არიან სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის

აშშ-სა და ირანის წარმომადგენლები 11 აპრილს პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ჩავიდნენ ექვსკვირიანი ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებისთვის. მანამდე თეირანმა მოლაპარაკება ეჭვქვეშ დააყენა, როცა განაცხადა, რომ ის ვერ დაიწყებოდა ლიბანში ზავის და სანქციების შერბილების პირობების გარეშე.

მთავარი მოვლენები

20:14 5.3.2026

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში საპროტესტო ნოტის გადასაცემად გამოიძახეს ირანის ელჩი მას შემდეგ, რაც დღეს, 5 მარტს ნახიჩევანის აეროპორტის რაიონზე ირანის ტერიტორიიდან დრონებით შეტევა იყო. ოფიციალური ინფორმაციით, ორი ადამიანი დაშავდა.

  • ნახიჩევანის საერთაშორისო აეროპორტი ირანის საზღვრიდან ათ კილომეტრშია.
  • აზერბაიჯანის და ირანის სახელმწიფოებს მჭიდრო ურთიერთობები აქვთ.
  • აზერბაიჯანის ხელისუფლებას არაერთხელ უთქვამს, რომ არცერთ ქვეყანას არ მისცემს თავისი ტერიტორიის გამოყენების უფლებას მეზობელი ირანის, ან სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციისთვის.
  • ირანთან დაკავშირებული კონფლიქტის მიმართ ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას ცდილობს აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორი თურქეთი. აზერბაიჯანს და თურქეთს გაფორმებული აქვთ დეკლარაცია სამოკავშირეო ურთიერთობების შესახებ.
  • აზერბაიჯანი ნავთობის ერთ-ერთი ძირითადი მიმწოდებელია ისრაელისთვის. წლების განმავლობაში ორი ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობდა თავდაცვის სფეროშიც.
20:13 5.3.2026

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ნახიჩევანის აეროპორტის ტერმინალსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ირანული დრონებით მოხდა თავდასხმა - დაშავდა სულ მცირე ორი ადამიანი

20:12 5.3.2026

აშშ-ის სენატში უარყოფილია რეზოლუციის პროექტი, რომელიც ეხება პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის სამხედრო მოქმედებების უფლებამოსილების შეზღუდვას. ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა კონგრესის თანხმობის გარეშე ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია არ უნდა გააგრძელოს.

პროცედურული კენჭისყრისას, რომელიც 4 მარტს ჩატარდა, დემოკრატი სენატორის, ტიმ კეინის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტის განხილვას მხარი დაუჭირა 47-მა სენატორმა. წინააღმდეგი იყო 53.

სენატორი ფეტერმანი ერთადერთი დემოკრატი იყო, რომელიც რესპუბლიკელების უარს შეუერთდა, ხოლო სენატორი პოლი ერთადერთი რესპუბლიკელი, რომელმაც დემოკრატებთან ერთად ხმა მისცა რეზოლუციის პროექტის განხილვას.

21:35 4.3.2026

ირანს ახალი უზენაესი ლიდერის არჩევა უწევს - 36 წელიწადის განმავლობაში პირველად.

ბოლო წლების განმავლობაში ხამენეის პოტენციურ შემცვლელად რამდენიმე ფიგურას ასახელებდნენ, თუმცა ამ ეტაპზე ყველაზე მკაფიოდ სამი კანდიდატი იკვეთება:

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG